ნახეთ, “ჩცდ”-ს ლამარას არტისტული ცეკვა როკ -ენ-როლზე რესტორანში (ვიდეო)

ზუგდიდის თეატრის მსახიობი, მარინა დარასელია, რომელსაც ყველა “ჩცდ”-ს ლამარას როლით ვიცნობთ, “ფეისბუქზე” საკუთარი ცეკვის კადრებს აზიარებს.

მსახიობი თავის კოლეგასთან, ზურაბ ლაშხიასთან ერთად, ლუი ბეგას ჰიტზე – Mambo number 5 საკმაოდ არტისტულად ცეკვავს.

როგორც მსახიობი გვიყვება, ვიდეო გადაღებულია ზუგდიში, პრემიერის შემდეგ, ბანკეტზე.

მარინა დარასელია: – ეს ვიდეო ოთხი წლის წინ არის გადაღებული. ზუგდიდის თეატრში პრემიერა ვითამაშეთ. “მგზნებარე შეყვარებული” – ასე ერქვა კო-პროდუქციას, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ერთად ვითამაშეთ. სპექტაკლში დაკავებულნი იყვნენ – ნინო ლეჟავა, ბესო მეგრელიშვილი, ვახო ნოზაძე, ნინო კიკაჩეიშვილი, მზევინარ ჩარგაზია და მე… ფანტასტიკური სპექტაკლი გამოვიდა.

პრემიერის შემდეგ ბანკეტი გვქონდა. იქ გავერთეთ. საერთოდ, რიტმული ცეკვები და მით უფრო – როკ-ენ-როლი ძალიან მიყვარს…

ახლა ჩვენს თეატრში ისევ პრემიერაა. ვემზადებით. თან სერიალში გადასაღებადაც უნდა ჩამოვიდე თბილისში. მეგრელების კლანს მალე იხილავს “ჩცდ”-ს მაყურებელი.

კომენტარი