"გადმოვიხედავ აივნიდან და ისევ ველოდები… ცუდად ვარ მეწვის ყველაფერი…" – გიორგი შაქარაშვილის ატირებული ნათლია (ვიდეო)

გადაცემა ფეხბურთელის ხსოვნას მიეძღვნება.

„რეაქციის“ რამდენიმე წუთიან ემოციურ ანონსში, გარდაცვლილ ფეხბურთელს სხვებთან ერთად ნათლია იხსენებს.

„ჩემი ნათლული იყო. ძალიან მეწვის გული, ცუდად ვარ… არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, ის მოკლეს. ხანდახან არ მჯერა, გადმოვიხედავ აივნიდან და ისევ ველოდები ხოლმე. ვფიქრობ, ნეტა გიო ხომ არ მოდის ჩვენთან-მეთქი. მე ველოდები, რომ ისევ მოვა… “- ამბობს ნათლია.


კომენტარი