26 წლის მოდელი ჩვენების დროს პირდაპირ პოდიუმზე გარდაიცვალა (ვიდეო)

სან-პაულუს მოდის კვირეულზე, ერთ-ერთ დეფილეზე უბედური შემთხვევა მოხდა - 26 წლის მოდელი ტალეს სოარესი (იგივე ტალეს კოტა) პირდაპირ პოდიუმზე ჩვენების დროს გარდაიცვალა.

როდესაც სოარესი პოდიუმზე წაიქცა, მაყურებელმა ჩათვალა, რომ ეს შოუს ერთ-ერთი ელემენტი იყო და ამიტომ, რეაქცია არ ჰქონია, სანამ ბიჭი კრუნჩხვაში არ ჩავარდა და პირიდან ქაფი არ გადმოუვიდა.

სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მისი ახლობლები კი აღნიშნავენ, რომ სოარესს ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონია, არც ნარკოტიკებს მოიხმარდა, იყო ვეგეტარიანელი და ჯანმრთელობას ძალიან უფრთხილდებოდა.

კომენტარი

×