სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმზე თოვლის ბაბუა ბავშვებთან თამაშის დროს მოულოდნელად წაიქცა და გარდაიცვალა

რუსული მუსიკალური თეატრის მსახიობი ვალტერ ტინენკო 67 წლის ასაკში საბავშვო ბაღის ზეიმზე ბავშვების თვალწინ მოულოდნელად გარდაიცვალა.


ვალტერი ბაღში თოვლის ბაბუს ფორმაში მივიდა, რათა პატარების ზეიმი გაეხალისებინა - ის მსახიობობასთან ერთად ანიმატორიც იყო. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ტინენკომ ზეიმის დროს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავი ძალიან შეუძლოდ იგრძნო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი გულის შეტევა მიიღო. ის ბავშვების თვალწინ, სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

ვალტერ ტინენკო რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდებას ატარებდა. მან რამდენიმე თვის წინ გულის რთული ოპერაცია გადაიტანა. ვალტერი რამდენიმე დღეში 68 წლის გახდებოდა.




კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100