აიშა კადაფის ფეშენებელური სასახლე ტრიპოლიში (უკომენტარო ვიდეო)


მუამორ კადაფის ქალიშვილის – აიშას ფეშენებელური სასახლე ტრიპოლიში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ მისი პატრონი განცხრომაში ცხოვრობდა, პირწმინდად გაძარცვული და დანგრეულია. მეამბოხეებმა, რომლებიც პოლკოვნიკის ქალიშვილის სასახლეში პირველები შეიჭრნენ, წაიღეს ყველაფერი, რის წაღებაც შეიძლებოდა – მათ შორის, ბავშვების სათამაშოებიც. რაც დარჩა, პრაქტიკულად გამოუსადეგარია ხმარებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აიშა კადაფი დედასთან და ძმებთან ერთად ლიბიიდან ალჟირში რამდენიმე დღის წინ გაიქცა. ალჟირიოს ხელისუფლებამ დევნილები ჰუმანიტარული მოსაზრებით შეიფარა: აიშა ორსულად იყო და დღე–დღეზე მშობიარობა უწევდა. მან მართლაც იმშობიარა და მუამორ კადაფის ბოლო შვილიშვილი ალჟირში დაიბადა.

ვიდეო: Euronews no comment

კომენტარი