სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე დახვდნენ საავადმყოფოდან დაბრუნებულ მოცეკვავე მილიონერს მოსამსახურეები სახლში

სოციალური ქსელის ვარსკვლავი, ჯანლუკა ვაკი, რომელსაც საზოგადოება მოცეკვავე მილიონერის სახელით იცნობს, მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდა.

ჯანლუკასა და მის ცოლს მათი უზარმაზარი სახლის მოსამსახურე პერსონალი ძალიან თბილად დახვდა. ამ მომენტის ამსახველი ვიდეო მილიონერმა ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.

„გუშინ ასე დამხვდნენ ჩემი თანამშრომლები, სურპრიზი მომიწყვეს და ეს დიდებული იყო.

როდესაც საკუთარ სიცოცხლეს რისკავ მერე ყველაფერი უფრო ღირებული ხდება. ბალახი უფრო მწვანეა და ცა უფრო სუფთა.

მადლობა ყველას.“ - წერს ჯანლუკა ვაკი სოციალურ ქსელსი ვიდეოს აღწერილობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100