"9 რამ, რასაც სააღდგომო "ტრადიციებიდან" გადავაშენებდი" - გურამ შეროზია

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით არა ერთი ტრადიცია არსებობს, რომელთაგან ნაწილი ზედმეტად უცნაური და მიუღებელიც კია 21-ე საუკუნის ადამიანისთვის.

გურამ შეროზია სწორედ იმ ტრადიციების სიას წერს ფეისბუკის გვერდზე, რომლებიც უკვე მოძველებული და შეუფერებელია დღევანდელი საზოგადოებისთვის:

"9 რამ, რასაც სააღდგომო "ტრადიციებიდან" გადავაშენებდი:

1. საქორწილო სუფრების გაშლა სასაფლაოებზე, ღრეობა და კბილთა ღრჭენა. აი ძაან უხარიათ მკვდრებს, მათ საფლავებზე ტაშ-ფანდური
2. მარხვა მარხვისთვის. ანუ, როცა მარხვაზე ხარ, მაგრამ სამარხვო ყველს, სოსისს, ნამცხვარს და ყველაფერს მიირთმევ, დედისტრაკსაც სამარხოდ იგინები, სიგარეტზე და ორალურ სექსზე კურთხევა გაქვს და მაინც მარხვაზე ხარ?
3. ხალხის შეწუხება ამ ბრჭყვიალა კვერცხ-ჯეჯილებიანი გიფებით და ხუთასი კაცის ერთად მონიშვნა.
4. ქალაქის დაცარიელებაზე ხუმრობები. დამცარიელებლების ისტერიკაც. განა რამე, ძააან გაიცვითა უბრალოდ, ასი წელია ერთ ადგილს ვტკეპნით.
5. კვირაცხოვლობა, ანუ აღდგომის მეორე სერია, სამეგრელოში ე.წ. "ქალების აღდგომა" )))
6. აღდგომიდან შემდეგი ორი თვე "ქრისტე აღდგათი" მისალმება (სწამს თუ არა ეგ მაინც გავარკვიოთ)
7. ორშაბათს კვერცხის არ ჭამა, რაღაც უაზრო ცრუ რწმენების გამო.
8. ერთმანეთისთვის მუდმივი შესწორება, ასე არა და აი ასე უნდა მოგელოცააათ (აი, მიხედე რა შენს თავს)
9. წითელი პარასკევის მოლოცვა (ნეტა იცოდნენ, რას ნიშნავს)"

კომენტარი