შსს-მ "ქურდული" სამყაროს წევრები დააკავა (ვიდეო)

ღამის საათებში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა სპეცოპერაცია ჩაატარა და ძმები ჯანელიძეები აიყვანა. ისინი სისტემატურად სძალავდნენ თანხას ირაკლი ჩხაიძეს, რადგან, მათი გადაწყვეტილებით, ჩხაიძემ "ქურდული" კანონები დაარღვია. ძმები მორიგი 10 ათასი დოლარის გამოძალვის დროს აიყვანეს. შსს–მ ოპერატიულ ვიდეომასალასთან ერთად სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.

კომენტარი