ეროსი კიწმარიშვილი და მისი ,,ფხიზელი თვალი“

როგორ ჩანს, ქართული პარტია სახალხო კრების ნაკვალევს მიჰყვება. თუ ბურჯანაძის ე.წ. სახალხო კრებამ ე.წ. აგენტი რამდენიმე კვირის წინ აღმოაჩინა, მათ არც ქართული პარტია ჩამორჩა. ეროსი კიწმარიშვილმა, დღეს, საზოგადოებას მორიგი „შტირლიცის“ გაშიფრვის შესახებ აუწყა.

როგორც აგვისტოს ომის დაწყების ქართული მხარისათვის დამბრალებელი კიწმარიშვილი ამტკიცებს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა „ქართულ პარტიაში“ ისეთი აგენტი შეაგზავნა, რომელიც პარტიის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის „ფხიზელმა თვალმა“, ვინმე გივი ქოროღლიშვილმა გამოააშკარავა. კიწმარიშვილი იფიცება, რომ ქალბატონი მერცია სინჯიკაშვილი პარტიის საიდუმლო ინფორმაციას ხელისუფლებას აწვდიდა.

თუმცა, საინტერესო ისაა, კიწმარიშვილი და მისი „ფხიზელი თვალი“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ საიდან მოხვდა ქალბატონი სინჯიკაშვილი ქართულ პარტიაში, თუ ე.წ. აგენტის აღმომჩენი ამტკიცებს, რომ ქალბატონი მერცია მათ რიგებში ქრისტიან დემოკრატებიდან მივიდა, ბატონი ეროსი ამ ფაქტს უარყოფს...

ლეგენდალურ მერცია სინჯიკაშვილის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ქრისტიან დემოკრატიულ პარტიაში, მათი თქმით სინჯიკაშვილი პარტიის რიგითი აქტივისტიც რომ ყოფილიყო მის შესახებ ინფორმაცია დაცული იქნებოდა

აღსანიშნავია, რომ ქარტული პარტია უკვე დიდი ხანია სახალხო კრების საავტორო უფლებებს არღვევს. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძემ საპროტესტო აქცია 21 მაისისთვის დაგეგმა, მას არც ქართული პარტია ჩამორჩა და ამ ორგანიზაციამაც, მსგავსად სახალხო კრებისა 21 მაისს მოინდომა პროტესტის გამოხატვა. თუმცა, კიწმარიშვილმა დღეს ამის შესახებ ღიად საუბარი უკვე აღარ ისურვა.


კომენტარი