კურიერის "სპეცგამოშვება" - "ხატია + ნიკუშა"

ამ ვიდეომ მთელი თბილისი აალაპარაკა. ნიკუშა ჩომახაშვილმა ხატიას არაერთხელ ახსნილი სიყვარული კიდევ ერთხელ გაუზიარა და საკმაოდ ორიგინალურადაც.

ნიკუშა ჩომახაშვილი: „ერთ დღეს სრულიად შემთხვევით მომივიდა ეს იდეა.. რომლის განხორციელებაშიც ჩემი მეგობარი ირაკლი მაისურაძე, მარიამ გაფრინდაშვილი და თამთა დოლენჯაშვილი დამეხმარნენ, უშუალოდ ჩემი იდეეის განვითარებაში და ტექნიკური კუთხით გამიწიეს ძალიან დამიჭირეს მხარი. ხატიამ, ნახა ვიდეო, არ ელოდა და ძალიან დაიბნა, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია სიურპრიზი გამოვიდა.. სიყვარულის გამო რას არ გააკეთებ კაცი. ძალიან დიდი ხანია ხატიამანიით ვარ დაავადებული. და მხოლოდ ის ვიცი, რომ საშინლად, საშინლად მიყვარს, ამ გრძნობის გადმოცემაც და აღწერაც არ შემიძლია, უბრალოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარი კაიფია როდესაც გიყვარს ადამიანი ასე საშინლად“.

დრონი.ჯი სიურპრიზის ადრესატს, ხატიასაც დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში მხოლოდ ის გაამხილა, რომ ძალიან გაუხარდა ნიკუშას სიურპრიზი. უპასუხებს თუ არა ხატია ნიკუშას გრძნობებს ანალოგიურად ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია ბიჭი დანებებას არ აპირებს და თავისი სიყვარულისათვის ბოლომდე ბრძოლას გეგმავს.

კომენტარი