სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ, რატომ და რადენი პირი დააკავა შსს-მ 10 დეკებერს?

შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორაციის თანახად 10 დეკებერს სამართალდაცავება სულ 9 ადამიანი დააკავეს.

სამინისტროს 10 დეკემბრის განცხადებებში ნათქვამია, რომ:

შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1950 წელს დაბადებული თენგიზ გ. დააკავეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2012 წლის 9 დეკემბერს თამარ მეფის გამზირზე თენგიზ გ.-მ დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ თამაზ კახიძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

შსს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით „მარიხუანის" შეძენა-შენახვისათვის 1984 წელს დაბადებული გურამ ხ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი მ. დააკავეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე, 1954 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1979 წელს დაბადებული კობა ბ. დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა 280 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ამოიღეს.

შსს ძველი თბილისის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აბსაძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტზე, 1972 წელს დაბადებული პაატა ზ, 1998 წელს დაბადებული გიორგი შ. და მარტვილის რაიონის სოფელ აბათაში მცხოვრები, 1995 წელს დაბადებული ირაკლი მ. დააკავეს. ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მათ შორის, მანამდე თბილისის სხვადასხვა უბნებში სარდაფების გაქურდვის ფაქტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100