სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"Вконтакте" და "Одноклассники", შესაძლოა, „შავ სიაში“ მოხვდნენ და დაიხურონ

Mail.ru Group შიშობს, რომ რუსეთში პოპულარული სოციალური ქსელები "Вконтакте" და "Одноклассники", შესაძლოა, დახურონ. ალიშერ უსმანოვის ორგანიზაციამ გააფრთხილა ინვესტორები, რომ არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ ქსელები გააუქმოს მას შემდეგ, რაც აკრძალული საიტების „შავი სია“ ოფიციალურად ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ „შავი სიის“ შესახებ კანონის ამოქმედებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსული ინტერნეტ-კომპანიების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არასრულწლოვანთათვის და ბავშვებისთვის მათთვის შეუსაბამო და საშიში ინფორმაციის შემცველი გვერდებისა და საიტების წინააღმდეგაა მიმართული, გამოცემები ეჭვობენ, რომ ხელისუფლებამ, შესაძლოა, კანონი თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს და მისთვის მიუღებელი ქსელები და ვებ-გვერდები დაბლოკოს.

კანონი „შავი სიის“ შესახებ, ხელისუფალთა განცხადებით, პირველ რიგში საბავშვო პორნოგრაფიის, სუიციდის შესახებ ინსტრუქციებისა და ნარკოტიკების დამზადების რეცეპტების წინააღმდეგაა მიმართული. ხელისუფალთა განცხადებით, ამ მხრივ რუსულ მედიასივრცეში აბსოლუტურად უკონტროლო და საგანგაშო მდგომარეობაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100