სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუთი ფრაზა, რომელიც ქალმა არასდროს უნდა უთხრას მამაკაცს...

რა შეიძლება იყოს საყვარელ ადამიანთან იდელურ ურთიერთობებზე უკეთესი? ჰარმონია და უკონფლიქტობა – ამაზე ოცნებობს ნებისმიერი წყვილი. თუმცა, უფრო ხშირად ამ სიტუაციების გვერდის ავლა შეუძლბელია. მამაკაცისა და ქალის ლოგიკა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ხშირია ისეთი სიტუაციები, როცა ქალისთის სასიამოვნო მოვლენა, მამაკაცისთვის მიუღებელია. ხოლო იმისათვის, რომ უთანხმოებებს გაექცნენ, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა იცოდნენ.

როგორც აღმოჩნდა, არსებობს გარკვეული ფრაზები, რომლებიც ქალბატონისთვის სრულიად ჩვეულებრივია, მამაკაცისთვის კი საშინლად მიუღებელი. რამდენიმე ფრაზა ძლიერი სქესის წარმომადგენლისთვის იმდენად უარყოფითია, რომ ისინი ამის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტაზეც არიან თანახმა. ამიტომ, ქვემოთ ჩამოთვლილი ფრაზები ქალბატონებმა ალბათ სრულიად უნდა დაივიწყონ, თუ სურთ საყვარელ მამაკაცთან თანაცხოვრებისას სრულ ჰარმონიას მიაღწიონ.

ჩემი ყოფილი პარტნიორი...“

ქალბატონმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოუყვეს საყვარელ მამაკაცს საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ, რომლებიც წარსულს უკავშირდება. ასე მაშინაც კი არ უნდა მოიქცეს, როცა მამაკაცი ყოველივეს გაგებას ცდილობს. აღნშნული ამბები შეგიძლიათ პირად არქივში სამუდამოდ შეინახოთ და მამაკაცს ამის გაგების უფლება არასდროს არ მისცეთ. ქალს შეუძლია მშვიდად და წყნარად აუხსნას საყვარელ მამაკაცს, რომ წარსულში არავითარი მნიშვნელოვანი ურთიერთობა არ ჰქონია საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან. შეუძლია ისიც აღნიშნოს, რომ ახლა აწმყოთი ცხოვრობენ და წარსულის გახსენებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ქალბატონებს კარგად უნდა ახსოვდეთ, რომ არ შეიძლება აღნიშნონ, თუ რამდენი პარტნიორი ჰყავდათ. რა თქმა უნდა, მამაკაცმა უნდა იცოდეს ჰქონია თუ არა წარსულში ქალბატონს ინტიმური ურთიერთობა, ამის დაფარვა არ შეიძლება იმიტომ რომ სამომავლოდ ყოველი ტყუილი იჩენს თავს და შედეგი კი ნამდვილად სავალალო იქნება. მამაკაცებს კი ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი და შეხედულება აქვთ. აი, რატომ არის უკეთესი, თუ გაექცევით პირდაპირ პასუხს.

დედაშენი...“

მამაკაცისთვის დედა ნამდვილად წმინდა ადამიანია, ამიტომ იგი თვლის, რომ მისმა მეორე ნახევარმა დედაზე მხოლოდ დადებითად უნდა ისაუბროს. არ არის სასურველი პირდაპირ და უხეშად გამოხატოთ თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ, მაშინაც კი თუ ერთეულ შემთხვევებში იგი დამნაშავეა. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა მამაკაცი უგებს საყვარელ ადამიანს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკუთარი დედისადმი გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება, წყვილის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. აღსანიშნავია, რომ როგორც მოექცევა ქალი საყვარელი მამაკაცის მშობელს, ისევე მოექცევა საყვარელი მამაკაცი სიდედრს. ამასთანავე, არ შეიძლება ქალი დედისა და შვილის ურთიერთობაში ჩაერიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის წყენა მოუწევს. გახსოვდეთ, რომ ხუთი წუთის შემდეგ დედა და შვილი შერიგდებიან, თქვენი ჩარევით გამოწვეული უარყოფითი დამოკიდებულება კი დედამთილის გულში დიდი ხნით ჩარჩება.

საჩუქარი არ არის საჭირო...“

რა თქმა უნდა, სუსტი სქესის ნებისმიერ წარმომადგენელს სიამოვნებს საჩუქარი. ამიტომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან, როცა საყვარელი ადამიანი მათ რამეს ჩუქნიან. თუმცა, ეს არც თუ ისე ხშირად ხდება. მაგრამ თუ მამაკაცმა ყველაფრის მიუხედავად გადაწყვიტა საყვარელ ქალბატონს საჩუქარი მიუძღვნას, ქალმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას ამაზე უარი. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება უარის მიზეზი, სიმორცხვე, სიბრაზე თუ სხვა, ქალმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიიღოს მამაკაცის მიერ მიძღვნილი საჩუქარი და უფრო მეტიც, უნდა დასძინოს: „ძალიან მესიამოვნა!“ არ არის აუცილებელი დიდი მადლობების გადახდა, საკმარისია თუნდაც ერთი მეგობრული კოცნა, მამაკაცი ყველაფერს მიხვდება და გაიაზრებს იმასაც, რომ ხანდახან მიძღვნილ საჩუქარს მაგიური ძალა აქვს!

შენი გარეგნობა...“

არავითარ შემთხვევაში არ გააკრიტიკოთ მამაკაცი ვიზუალური მონაცემების მიხედვით. მათ ეს ძალიან არ სიამოვნებთ. მოიწონეთ ის რაც მათში გიზიდავთ, ნაკლს კი უბრალოდ ხაზი არ გაუსვათ. მამაკაცი მიხვდება, რომ თუ თქვენ მისი გარეგნობის გარკვეულ ასპექტებზე არ საუბრობთ, ესე იგი არ მოგწონთ ისინი და აუცილებლად ეცდება სიტუაციის გამოსწორებას. გახსოვდეთ რომ ყვირილი, ჩხუბი და ნაკლზე მითითება უარყოფითი შედეგის მეტს ვერაფერს გამოიღებს, ლუდის სმით გაბერილი მუცელი კი ამით ფორმას მაინც ვერ შეიცვლის. ეცადეთ სხვანაირად მიუდგეთ საყვარელ ადამიანს და არაგამაღიზიანებლად მიუთითოთ იმაზე, თუ რის შეცვლას ისურვებდით პარტნიორის გარეგნობაში. აღსანიშნავია, რომ უხეშად მითითებულ ნაკლზე მამაკაცის პასუხიც ანალოგიური იქნება. იგი გეტყვით მაგალითად, „შენი მკერდი არ მომწონს..“ ან „ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გესაჭიროება...“ ეცადეთ იყოთ კორექტულები და ანალოგიურ დამოკიდებულებას მიიღებთ საყვარელი მამაკაცისგანაც.

ჩემი ოცნების მამაკაცი...“

არ შეიძლება საყვარელ ადამიანთან ისაუბროთ იმ იდეალურ მამაკაცზე რომელზეც ოცნებობთ. არჩევანი ხომ თავად გააკეთეთ, ამიტომ დაკმაყოფილდით იმ ადამიანით, ვინც გვერდით გიდგათ. ამასთანავე, არ შეიძლება ქალმა მუდმივად ის გაიძახოს, რომ პარტნიორთან ურთიერთობას გაწყვეტს, თუ იგი ისეთად არ იქცევა როგორიც მას სურს. შესაძლოა სიტუაცია იმ მდგომარეობამდე მივიდეს, რომ მამაკაცმა თავად აღარ მოისურვოს ასეთ ქალბატონთან ურთიერთობა!

ქალბატონებო, ნუ ეცდებით საყვარელი მამაკცის შეცვლას. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს 100 პროცენტით მაინც ვერ მიაღწევთ. ასეთი სიტუაცია კი ნამდვილად განაპირობებს თქვენი ურთიერთობის კრახს. გახსოვდეთ, რომ თქვენ და თქვენი პარტნიორი ორი, სრულიად დამოუკიდებელი სუბიექტი ხართ. წყვილმა ერთმანეთს პირადი ცხოვრების ქონის უფლება უნდა მისცეს. ამასთანავე, ნუ ეცდებით მამაკაცის ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას, ეს მათში აგრესიას იწვევს. არჩევანის გაკეთების შემდეგ კი ნუ იდარდებთ და ნუ აღნიშნავთ, რომ შეცდით. ასე რომ არ მოხდეს, სანამ ურთიერთობას წამოიწყებთ, მანამდე კარგად დაფიქრდით და გახსოვდეთ, რომ ყოველთვის და ყველაფერში მამაკაცი არ არის დამნაშავე. ქალბატონებიც ხშირად უშვებენ ანალოგიურ შეცდომებს, მაგრამ ამ მხრივ მამაკაცები უფრო მომთმენები არიან და შესაძლოა არც კი აღნიშნონ თქვენ მიერ ჩადენილი შეცდომა!

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100