სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დაუჯერებლობის თეორია“ – სომხური დოკუმენტური ფილმი რეფორმებზე საქართველოში

დაუჯერებლობის თეორია, საქართველოში გატარებული ეკონომიკური და ანტიკორუფციული რეფორმები - ასე ჰქვია სომხურ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან გატარებულ რეფორმებზეა შექმნილი. შემოქმედებითი ჯგუფი 47 წუთიან ფილმში მოუთხრობს მაყურებელს ჩვენს ქვეყანაში ვარდების რევოლუციამდე არსებულ ვითარებას, ახსენებს ქვეყანაში გამეფებულ კორუფციულ გარემოს, სისტემას, რომლის წინააღმდეგაც 2003 წელს 100 ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში.

ფილმის მეორე ნაწილი ვარდების რევოლუციის შემდგე განხორციელებულ ცვლილებებს ეხება - კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებული ბრძოლა, სამართალდამცავ სისტემასა და სასამართლო ხელისუფლებაში გატარებული რეფორმები, სახელმწიფო მომსახურების სფეროს გარდაქმნის მაგალითად კი სომეხ ჟურნალისტებს იუსტიციის სახლები მოჰყავთ:

„იუსტიციის სახლში მოქალაქეს შეუძლია, მიიღოს რამდენიმე სააგენტოს სერვისი - აიღოს პირადობის, დაბადების, ქორწინების მოწმობა, დაარეგისტრიროს ქონებაზე საკუთრების უფლება ან დაიწყოს ბიზნესი. ეს ყველაფერი კი ხორციელდება სწრაფად, ზედმეტი ფინანსური და ადამიანური რესურსის ხარჯვის გარეშე, ისე, რომ სახელმწიფო სისტემასთან შეხება მოქალაქეს არავითარ დისკომფორტს არ უქმნის“, – ნათქვამია ფილმში, სადაც კიდევ უამრავი საინტერესო დეტალია მოთხრობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100