სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოტლანდიის ტაძარში ტურისტებმა პრინცესა დიანას აჩრდილი გადაიღეს (ვიდეო)

„ეს პრინცესა დიანას აჩრდილია თუ ოპტიკური ილუზია?“ - ასე ჰქვია ვიდეოს, რომელიც ჩინელმა ტურისტებმა შოტლანდიის ეღთ-ერთ ტაძარში გადაიღეს და ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ვიდეომ და ინფორმაციამ ლედი დის აჩრდილის გამოჩენის სესახებ უკვე მოიარა ბრიტანული მედიასაშუალებები .

პარანორმალურ მოვლენათა სპეციალისტმა მაიკლ კოენმა ვიდეო დაწვრილებით, თვითონვე შეისწავლა და, როგორც ამბობს, სხვა სპეციალისტებსაც დაუკავშირდა იმდენად, რამდენადაც, შესაძლებელი იყო, რომ კადრებზე აღბეჭდილი არა მოჩვენება, არამედ ოპტიკური ილუზია ყოფილიყო.

კოენი გადაჭრით არაფერს ამბობს ამ მოვლენის შესახებ და მხოლოდ განმარტავს, რომ მოჩვენებები ჩნდებიან, ძირითადად, იმ ადგილებში, სადაც მათ ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთი ან პერიოდი გაუტარებიათ. „სწავლულები ამტკიცებენ, რომ აჩრდილები და მოჩვენებები არ არსებობენ, მაგრამ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ხედავს მათ. გვინდა ჩვენ გარდაცვლილებთან ურთიერთობა თუ არა, ფაქტია, რომ მათგან ბევრს აქ დაუმთავრებელი საქმე დარჩა“, - ამბობს პარანორმალურ მოვლენათა ექსპერტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100