სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნორვეგიამ ინფლუენსერებს სოციალურ ქსელში დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება აუკრძალა

დღესდღეობით რთულია იპოვოთ სოციალური ქსელის ისეთი მომხმარებელი, რომელიც ფილტრებისა და ფოტოშოპის გამოყენებაზე უარს ამბობს. ხშირ შემთხვევაში ეფექტი იმდენად ბუნებრივად გამოიყურება, რთულია იმის გარჩევა გამოყენებულია თუ არა ფოტოს დამუშავებისას რაიმე ფილტრი.

Girlguiding-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი სოციალურ ქსელში ფოტოს დადებისას აუცილებლად იყენებს ფილტრს.

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა რომ ინსტაგრამ რეალობა სოციალური ქსელის მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმძიმეს ვითარებაში ამყოფებს, ვინაიდან ფოტოებზე აღბეჭდილი მომხიბვლელი გარეგნობის ადამიანები მათთვის საოცნებოა და ფიქრობენ, რომ თავად იდეალურები არ არიან.

„ინსტაგრამ რეალობის გამო ბევრი პრობლემა შემექმნა. არ მომწონდა საკუთარი სხეული. ყველაზე საშინელი კი მაინც ის იყო, რომ არ ვიცოდი ასეთი ლამაზად ფილტრის გამო გამოიყურებოდნენ თუ ბუნებრივი ფოტოები იყო”,- ამბობს 26 წლის ინფლუენსერი, მედელინ პედერსენი.

ამ ყველაფრიდან თავის დაღწევის, თვითშეფასების ამაღლებისა და „ცხოვრება ფილტრების გარეშე” პოპულარიზაციის მიზნით, ნორვეგიამ შესაბამის ზომებს მიმართა და ინფლუენსერებს სოციალურ ქსელში დამუშავებული ფოტოების გამოქვეყნება აუკრძალა. იმ შემთხვევაში კი თუ ისინი ფილტრიან ფოტოებს მაინც დადებენ, აუცილებლად უნდა მიუთითონ რომ ფოტო დამუშავებილია, ასევე ისიც თუ რომელი ფილტრები გამოიყენეს. კანონი ვრცელდება სოციალური ქსელების ყველა პლატფორმაზე. ეხება ყველას, ვინც ინტერნეტ სივრცეში თავის პოსტებსა და ფოტოებს არეკლამებს. მისი მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ახალგაზრდებს ხელი შუეწყოს მიიღონ თავიანთი თავი ისეთები, როგორებიც არიან და იამაყონ. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ „ცხოვრება ფილტრების გარეშე” კამპანია დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100