ინტერნეტ–ვიდეოჰიტები: ალმოდებული პატარძალი (ვიდეო)

ეს არასასიამოვნო შემთხვევა ქორწილის დღეს მოხდა. ვიდეომ ამ, კინაღამ ტრაგიკულად ქცეული მოვლენის შესახებ, მსოფლიო ინტერნეტსივრცე მოიარა და კარგა ხანს ლიდერობდა ინტერნეტჰიტებს შორის.

პატარძალს ცეცხლმოკიდებული ეგზოტიკური დესერტი მოჰქონდა, როცა ცეცხლი მის საპატარძლო კაბას მოედო. სტუმრებმა ერთობლივად ძლივს მოახერხეს ალმოკიდებული პატარძლის გადარჩენა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუ არ ჩავთვლით პატარძალს, რომელმაც მცირე დამწვრობა მიიღო და, რომელიც, თუ ხალხურ გამოთქმას გავიხსენებთ, ქოწილის ღამესვე უნდა დავიწყებოდა.

ინციდენტის მშვიდობიანად დასრულების მიუხედავად, დამსწრეებს მან სადღესასწაულო განწყობა და სიხარული, ბუნებრივია, ჩააშხამა.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი