სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალებს სექსი უკვე ჰკიდიათ... ქუთუთოებზე - მათ ძილი ურჩევნიათ

ორგანიზაცია HealthyWomen–ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა: თანამედროვე ქალები სიამოვნებას ვეღარ ღებულობენ სექსუალური ურთიერთობისგან და დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ მას. ექსპერტებმა 1000 ქალბატონზე მეტი გამოკითხეს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყებოდა.

რესპოდენტების 51 პროცენტი ირწმუნება, რომ სექსუალური კავშირი კვირაში რამდენჯერმე სრულიად ნორმალურია. 66–მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათ სექსუალური კონტაქტი კვირაში ერთხელ, ან უფრო იშვიათად აქვთ. გამოკითხული ქალების უმრავლესობამ აღიარა, რომ საღამოს, როცა დაქანცული ბრუნდებიან შინ სამსახურიდან, სექსს ერთი მამაპაპური ძილის გამოცხობა ურჩევნიათ. ქალების მხოლოდ 42–მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ჯანსაღი სექსი მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, ექსპერტებმა გააკეთეს დასკვნა: ქალბატონებს არ ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სექსი ცხოვრებაში.

სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ სექსუალური კავშირი ადამიანის ტვინის უკეთ მუშაობას უზრუნველყოფს. როგორც აღმოჩნდა, სექსი ორგანიზმში ადრენალინის დონეს სწევს და ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს. ამასთანავე, მისი ემოციური მდგომარეობა უმჯობესდება, გულის დაავადებების რისკფაქტორი მცირდება და ჭარბი წონაც იკლებს.

აღსანიშნავია, რომ აქტიური სექსუალური ცხოვრება დეპრესიისა და ნერვული აშლილობის დონეს დაბლა სწევს და ამტკიცებს იმუნიტეტს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქალი, რომელსაც კვირაში ოთხჯერ მაინც აქვს სექსუალური ურთიერთობა, საკუთარ ასაკთან შედარებით 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

რაც შეეხება სექსუალური ურთიერთობით დაკმაყოფილებას, გამოკითხულთა 63 პროცენტი უბრალოდ აღნიშნავს, რომ სექსი კარგი საშუალებაა პარტნიორთან ურთიერთობისთვის. მხოლოდ 42 პროცენტი ამბობს, რომ სექსუალური კავშირი სიამოვნების უმაღლესი დონეა. ამასთანავე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მამაკაცების უმრავლესობა ჩახუტებასა და კოცნას სექსუალურ ურთიერთობაზე მნიშვნელოვნად თვლის.

ფსიქოლოგები კი აღნიშნავენ, რომ ქალბატონები თანამედროვე ცხოვრებაში, მათი დაძაბული ცხოვრების სტილის გამო სექსუალურ ურთიერთობას მნიშვნელოვან როლს აღარ ანიჭებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100