სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლინდსი ლოჰანი უკურნებელი სენითაა ავად

ლინდსი ლოჰანი სკანდალში 2007 წელს გაეხვა, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისა და კოკაინის შენახვის ბრალდებით პოლიციამ დააკავა. მოგვიანებით, ბრალდებას ალკოჰოლიზმიც დაემატა.

სასამართლომ ჰოლივუდის ვარსკვლავს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ცენტრში 360 საათით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა მიუსაჯა, მაგრამ მან უმეტესი დღეები გააცდინა და, როგორც ამერიკული მედია წერს, როცა მიდიოდა, მაშინაც მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში მუშაობდა.

ამის გამო მსახიობი, შესაძლოა, ციხეშიც კი ჩასვან. ლოჰანმა უკვე მიიღო გაფრთხილება, რომ სახლიდან არ უნდა გავიდეს და დაელოდოს მორიგ სასამართლო სხდომას, რომელიც 2 ნოემბერსაა ჩანიშნული.

იმისთვის, რომ ლოჰანს ისევ დალევის სურვილი არ გასჩენოდა, სასამართლომ მას საერთო ჯამში 16 საათის მანძილზე პროზექტურაში იატაკის წმენდა მიუსაჯა. ამ იძულებითი ღონისძიების იგნორირების შემთხვევაში ის ციხეს ნამდვილად ვერ ასცდება.

იმ დროს, როცა ლოჰანის ირგვლივ ვნებები დუღს და გადმოდუღს, საკუთარ ბლოგზე ლოჰანის მამამ, მაიკლ ლოჰანმა სენსაციური და ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გაავრცელა. მსახიობის მამა წერს, რომ მის შვილს კიბო აქვს და მის მკურნალობას არ აპირებს. მისი განმარტებით, სწორედ ამ უკურნებელმა სენმა უბიძგა ლინდსის ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმისკენ. მამამ არ დაწერა და ახლა მას-მედია ცდილობს გაარკვიოს - სხეულის რომელ ნაწილზე აქვს ლინდსი ლოჰანს კიბო...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100