შვიდი წლის გოგონა კანის მძიმე დაავადების გამო ნელ-ნელა ქვავდება

შვიდი წლის ინდოელი გოგონა კანის მძიმე დაავადების გამო დღითი დღე ქვავდება. ავადმყოფობას თან სდევს სიმპტომები, რომელიც კანს ნაცრისფერსა და მკვრივს ხდის - ამის შესახებ გამოცემა Daily Mail ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ამ განუკურნებელ დაავადებას იხტიოზი ჰქვია და ის რაჯეშვარის დაბადებიდან თანდაყოლილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიში არაა, დაავადება აუტანელ დისკომფორტს უქმნის მოზარდს. აუტანელ სიმშრალესა და ტკივილებთან ერთად, გოგონას ზრდის განვითარებაში ჩამორჩენაც აქვს, რაც მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებს არ მოიაზრებს. გარდა ამისა, რაჯეშვარი ღარიბ რაიონში ცხოვრობს, სადაც ნორმალური სამედიცინო პირობები არაა ხელმისაწვდომი, ამიტომ ხშირად ვერ ახერხებს ექიმთან ვიზიტსა და მკურნალობის კურსის სრულყოფილად გავლას

კომენტარი