სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგონამ, რომელიც 123 კილოგრამს იწონიდა, საყვარელ ჰობიზე უარის თქმით წონაში 60 კილოგრამი მოიკლო

ფილადელფიელი სამანტა სოტო სულ რაღაც ერთი წლის წინ 123 კილოგრამს იწონიდა. როგორც თავად აცხადებს, მისი ერთადერთი საყვარელი ჰობი გემრიელი საჭმლის მირთმევა იყო.

გოგონას თქმით, ერთ ჩვეულებრივ დღეს გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა კილოგრამები თავისი ნებით არ დატოვებდნენ სამანტას, ამიტომ მკვეთრი ზომების მიღება გახდა საჭირო.

"ადრე იმას ვჭამდი, რაც მსურდა და მიყვარდა. ხშირად დავდიოდი ჩინურ რესტორანში და ეტაპობრივად ვსინჯავდი ყველა იმ კერძს, რაც მენიუში იყო. როდესაც 22 წელი შემოსრულდა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაუარესებული იყო და გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძებოდა" - განაცხადა სამანტამ.

2018 წლის ნოემბერში გოგონამ გასტროპლასტიკა (ქირურგიული ჩარევით კუჭის დაპატარავება) გაიკეთა, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა და ჭამაზე უარს ვერ ამბობდა. ოპერაციის შემდეგ მან თავისი რაციონიდან ამოიღო ნახშირწყლები და შეამცირა ცხიმოვანი საკვების მიღება, სიარული დაიწყო სპორტდარბაზში და ცხოვრების აქტიური რეჟიმი აირჩია.

ახლა სამანტა სულ რაღაც 63 კილოგრამს იწონის. მან სულ რაღაც ერთ წელიწადში თავისი წონის თითქმის ნახევარი მოიკლო. თითოეული კილოგრამის დაკლება მისთვის დიდი სტიმული იყო და ამიტომ საჭმელზე უარის თქმა აღარ უძნელდებოდა. სოტო დღემდე ჯანსაღ საკვებს მიირთმევს და ყველა იმ კერძზე უარი თქვა, რომელიც ძალიან უყვარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100