სენსაცია - ხელმოტეხილ მამაკაცს ორსულობის დიაგნოზი დაუსვეს

სკანდალის ცენტრში იმყოფებოდა ნოვგოროდის რაიონის ქალაქ ბოროვიჩის ცენტრალური საავადმყოფო - 2018 წლის ნოემბერში პაციენტმა ოპერაცია გაიკეთა მკლავზე, ჩაუდგეს ლითონის ფირფიტა და ხელი თაბაშირში ჩაუსვეს. რეაბილიტაციის შემდეგ მამაკაცს ტკივილი შეუნარჩუნდა და ხვდებოდა, რომ ნაოპერაციებელი მკლავი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, თუმცა არ იცოდა, რა სურპრიზი ელოდა წინ.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაირკვა, რომ ოპერაციის დროს პაციენტს სამი ძლიერი დამწვრობა მიაყენეს მკლავზე, თუმცა ამის შესახებ დაუმალეს და თაბაშირით დაუფარეს დაზიანებული ადგილები. როდესაც მისი ავადმყოფობის ისტორია ნახეს, აღმოაჩინეს ქირურგის ჩანაწერი, სადაც ის იძლევა რეკომენდაციას, რომ ლითონის ფირფიტა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია ამოიღოს, როცა იმშობიარებს. აქვე - პაციენტ მამაკაცს ისტორიაში უწერია, რომ 27 კვირის ორსულია.

როდესაც მამაკაცმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაპოსტა, ძალიან მალე კომენტარებში ინტერნეტ-მომხმარებლები სხვადასხვა სახის დარღვევებზე ალაპარაკდნენ, რომელსაც აღნიშნულ კლინიკაში მომუშავე პერსონალი უშვებდა. ასე, მაგალითად - ერთ-ერთი პაციენტი "კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში" გაწერეს საავადმყოფოდან, თუმცა სახლში თავისი ფეხით წავიდა, ერთ-ერთი კი დამწუხრებული ჩიოდა, რომ იმ ოპერაციის დავიწყება სურდა, რაც იქ გაუკეთეს.

კომენტარი