სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საინტერესო ფაქტები საფრანგეთსა და ფრანგებზე

სახრჩობელა, რომელიც ერთდროულად 50 ადამიანს „ემსახურებოდა“

მე-13 საუკუნეში პარიზის მახლობლად აშენდა გიგანტური სახრჩობელა - Montfaucon. დღეს მისგან აღარაეფრია შემორჩენილი. შენობა რამდენიმე სართულისგან შედგებოდა, თითოეულზე, ერთმანეთის მიყოლებით, განლაგებული იყო სახრჩობელები, სადაც 50 ადამიანის ერთდროულად დასჯა იყო შესაძლებელი. Montfaucon-ის ავტორის, დე მარინის, ჩანაფიქრით, რომელიც მეფის მრჩეველი გახლდათ, ამდენი ჩამოხრჩობილის ერთად ნახვა სხვებისთვის გაფრთხილება იქნებოდა. საბოლოოდ კი, თავად მარინიც აქ ჩამოახრჩეს.

ჩინელი აგენტი, რომელიც 20 წელი თავს ქალად ასაღებდა

20 წლის ფრანგი დიპლომატი, ბერნარ ბურისკოტი, პეკინში შეხვდა ოპერის მომღერალსა და ჩინეთის სპეცსამსახურის თანამშრმელს, ჩი პეიპს. ბერნანდს მანამდე სექსუალური ურთიერთობა ქალებთან არ ჰქონია. ამიტომ ჩიმ ადვილად მოახერხა თავი ქალად გაესაღებინა, თუნდაც ბურისკოტთან სექსის დროს, (ამას სიბნელეში აკეთებდნენ). 4 წლის შემდეგ, ჩიმ ბერნარისგან შვილი „გააჩინა“. ეს ყველაფერი ჩინეთის საიდუმლო სამსახურის დაგეგმილი იყო, აშანტაჟებდნენ ფრანგ დიპლომატს და მათთვის საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტებს სძალავდნენ. მოგვიანებით, ბერნარმა მოახერხა ჩის და ვაჟის საფრანგეთში წაყვანა, სადაც დააკავეს, სიმართლე გამჟღავნდა... ამის შემდეგ დიპლომატმა თავის მოკვლა სცადა, თუმცა, უშედეგოდ...

მონარქი, რომელიც ატარებდა ტატუს წარწერით „სიკვდილი მეფეებს!“

ჟან ბატისტ ბერნადოტის კარიერა საფრანგეთის სამეფო არმიის რიგითი ჯარისკაცობით დაიწყო. რევოლუციის დროს, ერთ-ერთი დივიზიონის მეთაური გახდა, ნაპოლეონის დროს კი, მარშალის ტიტული მოიპოვა. შემდგომ, შვედეთის სამეფოში იქნა მიწვეული, 1818 წელს, ბერნადოტმა ოფიციალურად დაიკავა შვედეთის ტახტი სახელით - კარლ XIV იოჰანი. 1844 წელს იგი გარდაიცვალა. ბალზამირებისთვის მზადების დროს, ბერნადოტის ხელზე აღმოაჩინეს ტატუ - „სიკვდილი მეფეებს!“

ჯართად გაყიდული ეიფელის კოშკი

1925 წელს, ჩეხმა აფერისტმა, ვიქტორ ლუსტიგმა, ეიფელის კოშკი გაყიდა. ბიზნესმენებთან საიდუმლო შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობას ეიფელის კოშკი აღარ მოსწონდა და მისი ჯართად გასაღება სურდა. ვიქტორის მსხვერპლმა, ანდრე პოისონმა, უზარმაზარი თანხა ნაღდი ფულით გადაიხადა. ხოლო როდესაც სიმართლე გაიგო, პოლიციისთვის არც კი მიუმართავს - არ უნდოდა რეპუტაცია შელახვოდა. ერთი თვის შემდეგ, ლუსტიგი პარიზში დაბრუნდა და კოშკი მეორედაც გაყიდა. ამ შემთხვევაში, ახალმა მყიდველმა საქმის ბოლომდე მიყვანამდე პოლიციას მიმართა, თუმცა დამნაშავემ მოახერხა გაქცევა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებულმა ლუსტინგმა თაღლითობას ხელი კვლავ მიჰყო, სიცოცხლე კი ალკატრასის ციხესი დაასრულა.

ფარაონი, რომელსაც თანამედროვე ეგვიპტური პასპორტი აქვს

1974 წელს, ეგვიპტელებმა შენიშნეს, რომ ფარაონ რამზეს II-ის მუმია განადგურების პირას იყო. გადაწყდა, რომ იგი სასწრაფოდ საფრანგეთში გადაეტანათ ექპერტიზისათვის. ამისათვის კი, მუმიას გაუფორმეს თანამედროვე ეგვიპტური პასორტი, გრაფაში - „საქმიანობის სფერო“, ჩაუწერეს- „მეფე (გარდაცვლილი)“. პარიზში მუმიას სამხედრო პატივით დახვდნენ, ისე, როგორც მეფეებს ეკადრებათ.

საფრანგეთის პროვინციელი ადვოკატი სამხრეთ ამერიკის მეფე გახდა

ფრანგი აურელი-ანტუან დე ტუნი, რომელიც მე-19-ე საუკუნეში ცხოვრობდა, ბავშვობიდან თავგადასავლებზე, მოგზაურობაზე და მეფობაზე ოცნებობდა. როდესაც სათანადო განათლება მიიღო, პროვინციულ ქალაქში ადვოკატად მუშაობა დაიწყო. თუმცა, თავისი ფანტაზიები არ მიუტოვებია და გულდასმით მომზადებული გეგმის განხორციელებაზე ფიქრობდა. სპონსორი იპოვნა და ორ მეგობართან ერთად სამხრეთ ამერიკაში, ინდიელების ტომ არაუკანების მიწაზე გაემგზავრა. ფორმალურად, ეს ტერიტორია ჩილეს ეკუთვნოდა. თუმცა, ინდიელები წარმატებით იბრძოდნენ კოლონიზატორების წინააღმდეგ. ფრანგმა თავისი ორატორული ნიჭით აღაფრთოვანა არაუკანები და გახდა მათი მმართველი - ანტუან I. ჩილეს წინააღმდეგ ბრძოლა, რომელსაც მეფე ანტუანი ხელმძღვანელობდა, არაუკანების მარცხით დასრულდა, „მეფე“ დააპატიმრეს და უკან, საფრანგეთში დააბრუნეს.

„შავი კვადრატი“, მალევიჩამდე, ოთხი საუკუნით ადრე დახატეს

ფრანგმა მწერალმა და იუმორისტმა, ალფონს ალაისმა, კაზიმირ მალევიჩამდე ოთხი საუკუნით ადრე შექმნა „შავი კვადრატი“ - სურათი სახელწოდებით - „ნიგერების ბრძოლა შუაღამისას გამოქვაბულში“. ალაისმა 70 წელი „მოანდომა“ მინიმალისტური მუსიკალური პიესის შექმნას, რომელიც დუმილის მეტს არაფერს „გამოსცემს“, ნაწარმოებს უწოდა „სამგლოვიარო მარში გარდაცვლილი ყრუსათვის“.

რატომ სადილობდა გი დე მოპასანი ეიფელის კოშკზე თითქმის ყოველდღე?

ფრანგი მწერალი გი დე მოპასანი იმ ადამიანების სიაში სედიოდა, რომელთაც ეიფელის კოშკი ნაკლებად აღაფრთოვანებდათ და აღიზიანებდათ კიდეც. თუმცა, მოპასანი ყოველდღიურად კოშკის რესტორანში სადილობდა. ამას კი იმით ხსნიდა, რომ „-ეს ერთადერთი ადგილია პარიზში, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანს!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100