ინდოელი ბიოლოგი 30 თვით კუბოში გამოკეტეს

ინდოელმა მეცნიერმა–ბიოტექნიკოსმა რაჯან კილაკერმა შორეული ბიძაშვილის „წყალობით“ კუბოში 30 თვე გაატარა. ამბავი, რომელიც ინდური ფილმის მზა სიუჟეტს ჰგავს, ინდოეთის ჩრდილო–დასავლეთით, ქალაქ პორბანდარში მოხდა.

41 წლის მამაკაცი გასულ წელს, 2,5 წლით დაიკარგა. თავდაპირველად ნათესავები– სამი და და ერთი ძმა ფიქრობდნენ, რომ რაჯანი თავისი სამეცნიერო შრომებით იყო დაკავებული, ამიტომ მის მოძებნას და „შეწუხებას“ არ ცდილობდნენ.

სიტუაცია პოლიციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შეცვალა, რომლის ავტორი ჯერ კიდევ უნობია. წერილში ირწმუნებოდნენ, რომ რაჯან კილაკერი მისმა შორეულმა ნათესავმა, რეალტორმა ჰიტეშ კარავადრომ მოკლა. მიზანი კი მისი ქონების მითვისება იყო.

პოლიციის თანაშემწემ ჩირაგ კორადმა რეალტორის სახლის გაჩხრეკისას საწოლის ქვეშ კუბო, მასში კი დაკარგული მეცნიერი იპოვა.

როდესაც საწყალი ბიოლოგი გონს მოეგო, გაიხსენა, რომ რეალტორმა იგი 2007 წლის 14 დეკემბერს სახლში მიიწვია, თუმცა სტუმართმოყვარეობის უჩვეულო ფორმა გამოიყენა და ბიოლოგს ბეისბოლის ჩოგანი ჩაარტყა.

„– როდესაც გამოვიღვიძე, უკვე კუბოში ვიყავი ჩაკეტილი. თითქმის არ მაჭმევდა და არ მასმევდა. კუბოდან დღეში ერთხელ მიშვებდა, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ნაწილობრივ დავკარგე მეხსიერება და ვგრძნობდი, როგორ ვგიჟდებოდი“– ყვება მეცნიერი.

რაჯან კილაკერმა გაიხსენა, რომ ხელი მოაწერა მინდობილობას, რომლის თანახმადაც მთელი მისი ქონება რეალტორს გადაეცემოდა.

ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, მეცნიერი ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსს გადის, მოძალადე რეალტორს პოლიცია ეძებს, ხოლო ბოლივუდს შთაგონების ახალი წყარო მიეცა.

კომენტარი