მამამ გადაწყვიტა, თავისი მოზარდი გოგონას „ბოიფრენდისთვის“ ეთვალთვალა და აღმოჩნდა, რომ ბიჭი მისი ცოლის საყვარელი იყო

ეს ამბავი რუსეთში მოხდა - მამაკაცი სახელად ანატოლი ღამით გვიან დაბრუნდა სახლში და კართან ახალგაზრდა ბიჭს შეეჩეხა, რომელიც ის-ის იყო გამოდიოდა მისი ბინიდან. მამაკაცმა იფიქრა, რომ ახალგაზრდა მისი 15 წლის ქალიშვილის, აქსანას შეყვარებული იყო და ეს ეჭვი იმანაც გაუძლიერა, რომ გოგონა ბოლო პერიოდში სახლში გვიან დაბრუნებას შეეჩვია.

მან გადაწყვიტა, ყველაფერი გაეგო ქალიშვილის საიდუმლო რომანის შესახებ და ამიტომ პირდაპირ გადავიდა შეტევაზე. გოგონამ უარყო სახლში უცხო ბიჭის არსებობა და ისიც აღნიშნა, რომ შეყვარებული საერთოდ არ ჰყავს. სახლში მამა-შვილის გარდა ანატოლის მეუღლე კატიაც იმყოფებოდა, რომელმაც თქვა, რომ ბიჭს სახლი შეეშალა და სხვაგან მიდიოდა. მამაკაცმა იფიქრა, რომ ცოლი ქალიშვილს აფარებდა ხელს, ამიტომ გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაერკვია ყველაფერი და ბიჭის შესახებ ყველაფერი გაეგო.

მეორე დღეს ანატოლი სამსახურის ნაცვლად აქსანას სკოლასთან მივიდა და შორი ახლოს გაჩერდა. დაახლოებით დღის ორ საათზე ქალიშვილი გამოვიდა სკოლიდან და სახლისკენ წავიდა. შინ დაბრუნებიდან ერთი საათის შემდეგ აქსანა ისევ გამოვიდა გარეთ და ფეხით გაუყვა ქუჩას. ანატოლიმ ავტომობილი იქვე დატოვა და ისიც ფეხით გაყვა გოგონას. ცოტა ხანში მისი ქალიშვილი დაქალებს შეხვდა, რომლებსაც მამა კარგად იცნობდა. ისინი ერთად გაუყვნენ გზას და ერთ-ერთ დაქალთან სახლში მივიდნენ. ანატოლი მიხვდა, რომ თვალთვალის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან იქ ცუდი აღარაფერი მოხდებოდა, რადგან გოგონას ოჯახსაც კარგად იცნობდა და პატივს სცემდა.

მამაკაცმა გადაწყვიტა თავის ავტომობილთან დაბრუნება, რომელიც სახლთან ეყენა. როდესაც დაძრა მანქანა, დაინახა, რომ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც წინა ღამით ნახა, მის ბინაში შევიდა. ანატოლიმ იფიქრა, რომ ახალგაზრდამ არ იცოდა აქსანას წასვლის შესახებ და ამიტომ მივიდა იქ. გაუხარდა, რადგან დაუგეგმავად გამოიჭერდა და ჩუმად შეიპარა სახლში. მან ოთახიდან ოთახში დაიწყო სიარული, თუმცა ბიჭი არც სამზარეულოში, არც მისაღებში და არც აქსანას ოთახში იყო. მოულოდნელად მისი საძინებლიდან უცნაური ხმაური გაიგონა. არც დაფიქრებულა, სწრაფად შევიდა ოთახში და დაინახა ბიჭი, რომელიც თავის ცოლთან სექსით იყო დაკავებული. ანატოლი ბოლომდე შეეცადა, საკუთარი თავისთვის კონტროლი გაეწია და ემოციები არ გამოეშვა, რადგან იცოდა, რომ არავინ დარჩებოდა ცოცხალი.

როგორც აღმოჩნდა, 22 წლის ბიჭი კატიას სტუდენტი იყო და მათი რომანი ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ამბავში კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ აქსანამ დედისა და მისი საყვარლის ამბავი იცოდა, თუმცა მამას არაფერს ეუბნებოდა.

კომენტარი