სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გოგონა, რომელსაც ანორექსია ჰქონდა და 37 კილოგრამს იწონიდა, ორსულობამ გადაარჩინა

ავსტრალიელი აირის დოილი ახალბედა დედაა და პატარა ვაჟს ზრდის. თუმცა, იმისთვის, რომ დედა გამხდარიყო, ძალიან რთული გზა გაიარა.

აირისს ანორექსია ჰქონდა და ის 37 კილოგრამს იწონიდა. ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. უამრავ პრობლემასთან ერთად ციკლიც დარღვეული ჰქონდა. მდგომარეობა დღითი დღე მძიმედებოდა და გოგონა იძულებული გახდა, ექიმისთვის მიერმართა.

"ექიმმა მითხრა, რომ თუ არ დავემორჩილებოდი, ჩემი სიცოცხლის გადარჩენას ვეღარ შეძლებდა. იმდენად რთული მდგომარეობა მქონდა, არ მიშვებდა სახლში და მაიძულა, საავადმყოფოში დავწოლილიყავი" - აღნიშნა აირისმა.

გოგონას ანორექსიის პრობლემები ჯერ კიდევ ბავშვობაში დაეწყო. ის ძალიან რთულ პირობებში იზრდებოდა - ოჯახში მისთვის არავის ეცალა. აირისს მხოლოდ ის სურდა, რომ ოჯახის წევრებიდან ვინმეს მაინც მიექცია მისთვის ყურადღება, ვისთანაც, სულ მცირე, ემოციებს მაინც დაცლიდა. საერთო ჯამში, გოგონა საკუთარ გრძნობებსა და პრობლემებს გულში იმარხავდა, სანაცვლოდ კი, პროტესტის ნიშნად, საჭმელზე უარი თქვა. ამას მოყვა დედის თვითმკვლელობა, რამაც აირისი საბოლოოდ გაანადგურა.

"ტოქსიკურ გარემოში ვიზრდებოდი. გარშემო ალკოჰოლიკი ადამიანები მყავდა, რომლებიც ნარკოტიკებსაც მოიხმარდნენ და ფიკიკურადაც მისწორდებოდნენ. ვფიქრობ, სწორედ ამან იმოქმედა ჩემზე ფსიქოლოგიურად და ანორექსია დამემართა. მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც გამაკონტროლებდა" - თქვა აირისმა.

საბოლოოდ, მისი სიცოცხლე სწორედ იმან იხსნა, რასაც ყველაზე მეტად არ ელოდა. აირისმა მოულოდნელად გაიგო, რომ ორსულად იყო. ამ ამბავმა ის იძულებული გახადა, რომ საკუთარ თავზე, ჯანმრთელობასა და ბავშვზე ეზრუნა. ახლა ის 22 წლისაა და 49 კილოგრამს იწონის. მართალია, ანორექსიის პრობლემა ბოლომდე არ არის მოგვარებული, თუმცა მას აქვს სტიმული, რათა ბოლომდე დაამარცხოს ეს დაავადება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100