პირველი კადრები "გუბაზ-მარშიდან"

27 სექტემბერიც მოვიდა და გუბაზ სანიკიძემ მარშირებაც დაიწყო. პირველი განხიბვლა, “მომარშეების“ სიმცირემ გამოწვია. ფოჩიანი კანფეტებით შეპირებული ასიათასებიდან, მარშს პატივი მხოლოდ ხუთასამდე ადამიანმა დასდო.

მათ შორის საზოგადოებისთვის უცნობმა იმდენად საინტერესო სახეებმა, რომ საბოლოოდ გუბაზს „დიდი მემარშის“ თუ არა, დიდი აფერისტის სახელი მაინც დარჩება.

აფერისტის იმიტომ, რომ ხალხი, ვინც გუბაზის დაპირებებს ენდო, რომ ნინო ბურჯანაძის ნაჩუქარი 30 ათასიდან, თითოს 3 ლარს მაინც შეახვედრებდნენ, დაპირებად რჩება. გუბაზი, ის ყვავი არ არის კაკალი რომ გააგდებინო.

ეს კარგად ჩანს ჩვენს მიერ მოპოვებული კადრებიდანაც (რომელიც მასალას თან ერთვის). „პრესა.ჯი–ს“ კითხვაზე, მართლა გადაუხადა თუ არა ნინო ბურჯანაძემ მარშის მოწყობის სანაცვლოდ 30 ათასი, გუბაზმა ტანთ შემოიხია, თუმცა იქვე დასძინა, რომც ამეღო აღნიშნული თანხა, თქვენ მაინც არ დაგიდასტურებდითო.. ასე რომ, მოტყუვდა, თუნდაც ის 500–მდე კაცი, ვინც, გუბაზს აყვა და გაყვა...

სხვათაშორის, „მომარშეთა“ შორის უამრავი ნასვამი მოქალაქე შევნიშნეთ. ზოგი მათგანი, სულაც არ მალავდა ნასვამ მდგომარეობას და ამას კამერის წინაც ადასტურებდა.

ესეც ასე. გუბაზის მარში საინტერესო ფეისების, ნასვამი მოქალაქეებისა და თავად „დიდი გუბაზის“ მონაწილეობით გახსნილად გამოცხადებულია. როგორ განვითარდება „მარშირება“ შეგატყობინებთ.

წყარო

კომენტარი