ახალდაბადებული ბატკანი, რომელსაც ორი თავი აქვს, ფეხზე დგომას სწავლობს

ბოლო დროს ინტერნეტში ძალიან მომრავლდა სხვადასხვა ანომალიურ არსებებზე სიახლეები, მეცნიერებს კი უჭირთ აღნიშნული ანომალიების სიმრავლის მიზეზის ახსნა, თუმცა ფაქტია, რომ ეს მთლად კარგს არ უნდა მოასწავებდეს.

ამჯერად ჩინეთში დაიბადა ბატკანი, რომელსაც ორი თავი და სამი ყური აქვს. უცნაურ არსებას დაბადებისას ვიდეო თავად პატრონმა გადაუღო და ინტერნეტში განათავსა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ბატკანი ფეხზე დადგომას. ვიდეო ძალიან მალე გახდა პოპულარული და მთელს სოციალურ ქსელს მოედო.

სამწუხაროდ, ბატკანმა დაბადებიდან მხოლოდ ოთხი დღე იცოცხლა. მეხუთე დღეს იგი პატრონმა ფერმაში მკვდარი იპოვნა.

კომენტარი

×