რუსი ტურისტი აფხაზეთში ძარცვის შემდეგ: "ცემისგან პანდასავით ვარ დასიებული"

’’ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ’’, – ასეთი სიტყვებით დაასრულა თავისი საუბარი აფხაზეთში კიდევ ერთმა გაძარცვულმა რუსმა ტურისტმა, რომელიც ყალბი რეკლამისა და საკუთარი დაუდევრობის მსხვერპლი შიქმნა. ალექსეი მელენტიევი სოციალურ ქსელში თავისი ბლოგის საკუთარ გვერდზე ’’ВКонтакте’’ მოჰყვა კიდევ ერთ ბანალურ ისტორიას ა.წ. 18 სექტემბერს სულ რაღაც ორი დღის შემდეგ, რაც იქვე დაწერა: ’’აფხაზეთში შესვლისთანავე შევხვდი საინტერესო ადამიანებს... ძალიან მაგარი და ლამაზია... აფხაზეთი შეუდარებელია! ხალხი გულისხმიერი! ’’.

დაზარალებულის თქმით, მისი ძარცვა მოხდა 18 სექტემბრის ღამეს „ცივილიზებულ ადგილზე“ – "გუდაუთის მახლობლად, პლაჟზე პრიმორსკთან,’’, სადაც მას ’’თავს დაესხნენ, სცემეს და ზურგჩანთა მოპარეს. ახლოს იყო კემპინგი, პლაჟი. მოპარეს პასპორტი, საბანკო ბარათი, სხვა პირადი ნივთები".

მელენტიევი ყვება, რომ თავდასხმელები იყვნენ ორნი – „ერთმა მათგანმა ბატარეით დააბრმავა, ხოლო მეორემ იარაღის კონდახით კისრის არეში დარტყმა მიაყენა. წიხლებით მცემდნენ ნახევარი საათის განმავლობაში, რამოდენიმეჯერ ვითარებამ კრიტიკულ ზღავრსაც კი მიაღწია – ჩემს დასახვრეტად, მაგრამ შევძელი ამის თავიდან აცილება. მათ ორჯერ გაისროლეს ჩემს ახლოს, მცემეს და გამძარცვეს... ახლა მე პანდას ვგევარ – ჩაშავებული თვალებითა და გასიებული ჰაბიტუსით’’.

რაც შეეხება აფხაზურ სამართალდამცავ ორგანოების რეაქციას ტურისტის გაძარცვაზე, მათ „რუსებთან მიმართებაში მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ – თვითონაა დამნაშავე“, აღნიშნავს მელენტიევი, რომელსაც საბოლოო ჯამში მოუწია გაკვალული გზით წასვლა და ’’ადგილობრივი ავტორიტეტებისადმი’’ მიმართვა, რომლებიც ’’ქურდულ სამყაროში უკვე ხმურს ტეხენ’’.

სხვა ’’ბედნიერებასთან’’ ერთად ალექსი მელენტიევს უნდა ესმოდეს, რომ ის ფაქტიურად არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის და საქართველოს კანონის ’’ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ დამრღვევი, რის გამოც მას არ შეუძლია გააგრძელოს თავისი ტურისტული ვოიაჟები უკვე სხვა, რუსეთის ოკუპაციისა და ბანტიდებისაგან თავისუფალ კურორტებზე – შესაბამისი ჯარიმის ოდენობისა და ციხეში ვადის მოხდის გარეშე.
’’აფხაზეთში საშიშია!’’ – აფრთხილებს უკვე გონსმოსული ტურისტი. – მზის ჩასვლის შემდეგ გარეთ არ უნდა გამოხვიდე! გაჩერდით მხოლოდ მილიციასთან ახლოს, და თუ აქაც არავინ გყავთ ნაცნობი, საერთოდ ნუ გამოჩნდებით!’’. ის აგრეთვე დახმარებას ითხოვს ’’აფხაზეთში რუსი ტურისტებისადმი განუკითხავი დამოკიდებულების გასახმოვანებლად ’’.

მელენტიევის მეუღლე თავის კომენტარში აღნიშნავს, რომ ’’მას ახლა ფულსაც კი ვერ გადავუგზავნი – არც პირადობის მოწმობა, არც საბანკო ბარათი არ გააჩნია. მან ცნობისათვის უნდა მიმართოს საკონსულოს, რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს –ვიდრე ეს მოთხოვნა რუსეთში ჩამოვა, და ვიდრე აქ გაინძრევიან’’.

მელენტიევის თავს გადამხდარი ისტორია აბსოლუტურად იდენტური და ტიპიურია იმ ინფორმაციების ნაწილიდან გამომდინარეც კი, რაც მედიასაშულაებებამდე, ბლოგებამდე და ქსელებამდე აღწევს. უმეტესი წილი ასეთი შემთხვევებიდან აფხაზური ’’მილიციის’’ მიერ არც კი ხმაურდება. დაზარელებულთა მონაყოლის გათვალისწინებით, თვითონ მილიციელები გაძარცვულ და გაუპატიურებულ სტუმრებს ურჩევენ ’’არ ატეხონ ხმაური’’, საჩქაროდ დატოვონ აფხაზეთი, ხოლო ღმერთს მადლობა შესწირონ, რომ ცოცხლები გადარჩნენ’’.

თუმცა, ძნელია უთანაგრძნო ადამიანებს, რომლებიც ’’იაფი დასვენების ძებნაში’’ ფაქტიურად მხარს უჭერენ ნეკროტურიზმს და აპარტეიდული რეჟიმის ბიუჯეტს უნებლიედ ავსებენ იმ რეგიონის ბუნებრივი სილამაზით დატკბობასთან ერთად, რომელმაც განიცადა ეთნოწმენდა, ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით. იქნებ საკუთარ თავზე გადატანილმა ძალადობამ მაინც ჩააფიქროს ისინი აფხაზეთში განდევნილი ხალხის სახლებში დასვენებისათვის ჩასვლის მორალზე, სადაც ბოევიკების მიერ დახოცილი მათი მეპატრონეების გვამები შესაძლოა იქვე ეზოში იყვნენ მიწას მიბარებულნი.

კომენტარი