სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიჭუნამ გარდაცვლილ მამას წერილი გაუგზავნა, ფოსტის თანამშრომლისგან კი ძალიან ემოციური პასუხი მიიღო

შოტლანდიელმა ტერი კოპლანდმა სოციალურ ქსელში ძალიან ემოციური ამბავი გააჟღერა - მისმა 7 წლის ვაჟმა ჯეისმა მისალოცი ბარათი გაუგზავნა გარდაცვლილ მამას, რომელიც 4 წლის წინ დაიღუპა. ბიჭუნა არ ელოდა, რომ მისი წერილი ასეთ დიდ მნიშვნელობას შეიძენდა.


ტერის სტატუსს ფეისბუქში 2 ათასზე მეტი გაზიარება მოჰყვა. ქალი ემოციურად საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ გაუგზავნა მისმა ბიჭუნამ მამას დაბადების დღეზე მისალოცი ბარათი და კონვერტზე ფოსტალიონს სთხოვა, რომ სამოთხემდე მიეღწია მის წერილს:

"ბატონო ფოსტალიონო, თუ არ შეწუხდებით, ეს წერილი ცაში აუტანეთ მამაჩემს, რომელსაც დაბადების დღე აქვს, მადლობა წინასწარ" - დააწერა ჯეისმა კონვერტს.

როგორც ტერი წერს, ის არც კი ელოდა, რომ შვილის თხოვნას გარკვეული გამოხმაურება მოჰყვებოდა. ფოსტის თანამშრომელმა ძალიან ემოციური პასუხი გამოუგზავნა ჯეისს:

"ძვირფასო ჯეისი, მსურს გაცნობოთ, რომ ეს მნიშვნელოვანი წერილი უკვე დანიშნულების ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ გზაში პატარ-პატარა პრობლემები შეგვექმნა, ცოტა რთულია გვერდი აუარო ამდენ ვარსკვლავსა და კოსმოსურ ობიექტებს, თქვენი გზავნილი უვნებელ მდგომარეობაში გადავეცით ადრესატს".

ტერის თქმით, მისი ვაჟი უბედნიერესია ფოსტის წარმომადგენლის პასუხით და თავად ქალი ის მადლიერია იმ ადამიანის, რომელმაც ადამიანური სიკეთის რწმენა დააბრუნა მასში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100