მამაკაცმა, რომელიც გენიტალიების გარეშე დაიბადა, ვაჟიშვილობა 45 წლის ასაკში დაკარგა

ინგლისელ ენდრიუ უორდლის, რომელიც დიდ მანჩესტერში ცხოვრობს, მოუწია არც თუ ისე ცოტა ქირურგიული ოპერაციის გადატანა, რათა ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრება ჰქონოდა.

ენდრიუმ როგორც იქნა საბოლოოდ მოახერხა თავის 28 წლის შეყვარებულთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. ეს ყველაფერი კი ექიმების დამსახურებაა - უორდლიმ საოპერაციო მაგიდაზე საერთო ჯამში ათობით საათი გაატარა, ქირურგებმა კი სპეციალურად მისთვის შექმნეს ბიომექანიკური სასქესო ორგანო. ეს სიამოვნება ენდრიუს 65 ათასი დოლარი დაუჯდა. პენისზე გადაკრული კანი თავად პაციენტს ეკუთვნის და ის ძალიან კმაყოფილია თავისი „დიდი ზომის“ მამაკაცური სიამაყით.

სარეაბილიტაციო დრომ ორ თვეს გასტანა და ენდრიუ მოუთმენლად ელოდა ამ პერიოდის გასვლას. ამასობაში კი მისმა შეყვარებულმა რომანტიკული მოგზაურობა დაგეგმა ამსტერდამში, რომელიც სწორედ ენდრიუს დაბადების დღეს ემთხვეოდა. მართალია, მამაკაცს ეგონა, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდოდა, როგორც ამის სურვილი ჰქონდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა და დაგეგმილზე ორი დღით ადრე, სპონტანურად დაკავდა წყვილი სექსით, რომელმაც უორდლიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ის ბედნიერებისგან ჯერ კიდევ გაბრუებულია:

„ნამდვილი სასწაულია, საოცარი შეგრძნებაა. მე და ფედრა ამ მომენტს იმდენი ხანი ველოდით. ეს ტორტის ყველაზე გემრიელ ნაჭერზეც კი უკეთესია. პირველი აქტი დაგეგმილზე ორი დღით ადრე, მოულოდნელად მოხდა და ყველაფერმა იმაზე ბევრად უკეთ ჩაიარა, ვიდრე ველოდი. ყველაზე ბედნიერი მამაკაცი ვარ“ - აცხადებს ენდრიუ.

მამაკაცს ახლა იმედი აქვს, რომ სასქესო ორგანოს არა მარტო სიამოვნების მისაღებად, არამედ გამრავლებისთვისაც გამოიყენებს. საბედნიეროდ, მას ამის საშუალება იმპლანტის მეშვეობით უკვე აქვს.

წყარო: Mirror

კომენტარი