8 ყველაზე საშიში ადგილი მსოფლიოში, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს

კომფორტული საცხოვრებელი თითოეული ადამიანისთვის მნიშნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ საკუთარი სახლის ინტერიერი ლამაზად მოვაწყოთ, ეზოს მოვუაროთ, თავი მყუდროდ და დაცულად ვიგრძნოთ, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არის ადგილები, სადაც ცხოვრება საშიში და უბრალოდ წარმოუდგენელია, თუმცა, ამის მიუხედავად იქ მაინც არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომელთათვისაც გარემო პირობები მისაღები, ცხოვრება კი მარტივია.

წარმოგიდგენთ 8 ყველაზე საშიშ დასახლებულ ადგილს მსოფლიოს მასშტაბით:

კასტელფოლიტ-დე-ლა-როკა, ესპანეთი

კასტელფოლიტ-დე-ლა-როკა ჟირონის პროვინციის მუნიციპალიტეტია და გაშენებულია კლდეზე, რომელიც გაყინული ლავის შედეგად წარმოიქმნა ათასწლეულების წინ. დასახლების სიგრძე დაახლოებით ერთი კილომეტრია, კლდის სიმაღლე კი 50 მეტრს აღწევს. 2010 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტში 1048 მოსახლე ცხოვრობდა (ის. 1-ლი ფოტო).

ჩამოკიდებული მონასტერი სუანკუნ-სიში, ჩინეთი

ეს ტაძრის კომპლექსი ჩვ. წ. აღ. 491 წელს გაშენდა კლდეზე, რომელიც წმინდა ჰენშანის მთის სახელითაა ცნობილი. გამჭვირვალე კედლების მიღმა განთავსებულია უამრავი დარბაზი, სადაც ბუდისტები ლოცულობენ. 1982 წლიდან კომპლექსი ნაციონალური ღირსშესანიშნაობის სახელს ატარებს (იხ მე-2 ფოტო).

ლიხტენშტეინის კოშკი, გერმანია

ეს ზღაპრული კოშკი განთავსებულია 817 მეტრის სიმაღლის კლდეზე. მის სიახლოვეს რამდენიმე საუკუნის წინანდელი ციხე-დარბაზების ნანგრევებია. ეს უკანასკნელი 1150-1200 წლებში აშენდა და XIV საუკუნის ბოლოს დაინგრა. რაც შეეხება კოშკს, ის 1840-1842 წლებში აშენდა და მასში ისტორიული საბრძოლო იარაღები ინახება. კოშკის ყოველთვის ღია არის დამთვალიერებლებისთვის (იხ. მე-3 ფოტო).

მეტეორის მონასტერი, საბერძნეთი

ეს მონასტერი კლდეზე უსაფრთხოების მიზნით აშენდა, რათა თავდამსხმელებისგან დაცულად ყოფილიყვნენ. თავდაპირველად აქ 24 მონასტერი იყო აშენებული, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი განადგურდა და ახლა მხოლოდ 6 დარჩა ( იხ. მე-4 ფოტო).

კალაპანა, ჰავაი

1986 წლის ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ლავამ ეს ქალაქი მოჩვენებების დასახლებად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელმა ტრაგიკლუმა შემთხვევამ ქალაქი გარესამყაროს მოწყვიტა, მასში ჯერ კიდევ ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით, კალაპანაში 35 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო (იხ. მე-5 ფოტო).

ხეებზე გაშენებული სახლი, ინდონეზია

ინდონეზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პაპუას პროვინციაში დასახლებულ ტომს სახლები ხეზე აქვთ გაშენებული. ტომის წევრები 50 მეტრზე მეტი სიმაღლის ხეზე აშენებენ სახლებს - ეს აუცილებელი წინაპირობაა საცხოვრებლის სიმტკიცის. ასე თავს იცავენ სხვა ტომის შემოსევისგან, რომლებიც ქალებსა და ბავშვებს იტაცებენ და მონებად მიჰყავთ თავიანთ სოციუმში (ის. მე-6 ფოტო).

ქოხი კლდეში, შვეიცარია

ეს ქოხი ზღვის დონიდან 4003 მეტრზე მდებარეობს შვეიცარიის მთებში. შიგნით 10 ლოგინი და რადიო ტელეფონია. აქ ხშირად ბინავდებიან მთამსვლელები. რადიო ტელეფონი კი იმ შემთხვევისთვისაა, თუ მათ დახმარება დასჭირდებათ (იხ. მე-7 ფოტო).

სანტოსი - „დაცემული“ შენობების ქალაქი, ბრაზილია

შეუიარაღებელი თვალითაც მარტივი შესამჩნევია, რომ ეს შენობები გადახრილია და ერთმანეთს აკავებს. როგორც ჩანს, საძირკველის ჩაყრისას გარკვეული შეცდომა გაიპარა, რომლის გამოსწორებაც ახლა შეუძლებელია, თუ რა თქმა უნდა შენობებს მთლიანად არ დაანგრევენ და მათ ადგილზე ახალს არ ააშენებენ. საცხოვრებელი კორპუსების მდგომარეობის მიუხედავად, მათში მაცხოვრებლები მაინც არიან (ის. მე-8 ფოტო).

კომენტარი