იმისათვის, რომ ბავშვი გაეჩინა, მსუქანმა ცოლ-ქმარმა 140 კილო დაიკლო

24 წლის კალიფორნიელი კელი ჰეიველი 164 კილოგრამს იწონიდა, როდესაც ექიმებმა საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც უშვილობასა და წონის მატებას იწვევს. მას უთხრეს, რომ დაორსულების შანსი ძალიან მცირე იყო და თუ ეს მაინც მოხდებოდა, დიდი ალბათობით ორსულობას ბოლომდე ვერ მიიყვანდნენ და ნაყოფს დაკარგავდა.

მიუხედავად ამისა, კელის მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დედა უნდა გამხდარიყო, ამიტომ დაიწყო საკუთარ წონაზე ზრუნვა, რათა დაორსულების შანსები გაზრდილიყო. მან კვების რაციონიდან შაქარი მთლიანად ამოიღო და კვირაში ხუთ დღეს ვარჯიშს უთმობდა. შედეგი დიდი წვალების შედეგად, თუმცა მაინც მიიღო და გოგონამ 90 კილო დაიკლო. კელი ქმრისთვის მოტივატორი გახდა და მანაც გადაწყვიტა დიეტითა და ვარჯიშით წონის შემცირება, რამაც საბოლოოდ 55 კილო მოაკლებინა. საერთო ჯამში წყვილმა 140 კილოგრამი დაკარგა, 2017 წლის დასაწყისში კი ყველაზე დიდი ნატვრა აუხდათ და გოგონას მშობლები გახდნენ.

კელი იხსენებს, რომ მისი წონა ბავშვოდინავე პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც სკოლაში თანაკლასელები დასცინოდნენ. ნერვიულობის ფონზე გოგონა კიდევ უფრო მეტს ჭამდა, რამაც ძალიან იმოქმედა მის სიმსუქნეზე. ის ამბობს, რომ ბავშვის გამო გააკეთა ის, რაც მთელი ცხოვრება უჭირდა - აკონტროლებდა კვების რაციონს და ძალიან უვლიდა თავს.


კომენტარი