გათხრების შედეგად ცოცხლად დამარხული ნეშტი იპოვეს

იტალიაში გათხრების შედეგად არქეოლოგებმა ადამიანის ნეშტს მიაკვლიეს, რომელიც 2500-ზე მეტი წლისაა და რომელსაც კისერსა და კოჭებზე ბორკილები ადევს. ეს უკანასკნელი მეცნიერებს აფიქრებინებს იმ ფაქტზე, რომ დიდი ალბათობით ნეშტი ცოცხლად იქნა დამარხული გარკვეული სასჯელის შესაბამისად. ჩონჩხი, ასაკის მიუხედავად, კარგად არის შემონახული, რაც მკვლევარებს იმის საშუალებას აძლევს, რომ საფუძვლიანად შეისწავლონ თითოეული დეტალი. ანთროპოლოგებისთვის ეს პირველი ბორკილებიანი ნეშტია, რომელზე მუშაობაც უწევთ.

კომენტარი