10 ფილმი მეგობრობასა და სიყვარულზე, რომლებიც აუცილებლად შეგიქმნით კარგ განწყობას

ყოველდღიურობის დავიწყება და თუნდაც დროებით სხვა სამყაროში გადანაცვლება გსურთ, თანაც გინდათ ეს სამყარო სირთულეებით არ იყოს სავსე და კარგი განწყობა შეგიქმნათ?

მაშინ ეს სია თქვენთვისაა, რადგან სპეციალურად კინომოყვარულებისთვის შექმნილ რუბრიკაში, დღეს იმ ფილმებს შემოგთავაზებთ, რომლებიც მსუბუქი მელოდრამების საუკეთესო ათეულშია შესული.

It’s complicated/ეს ჩახლართულია - გახლავთ ჰოლივუდური მელოდრამა მერილ სტრიპის, ალეკ ბოლდუინისა და სტივ მარტინის მონაწილეობით. ისტორიის მთავარი გმირი დიდი ხნის წინ განქორწინებული ქალბატონია, რომლის ცხოვრებაშიც ყოფილი ქმარი ცდილობს დაბრუნებას და იწყება სახალისო ისტორია.

We’re the Millers/ჩვენ მილერები ვართ - ეს გახლავთ კომედია ოჯახზე, რომელიც სამოგზაუროდ მიდის, თუმცა ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი ოჯახი, რადგან ოთხივე წევრმა ერთმანეთი მოგზაურობის დაწყებისას გაიცნეს.

Intouchables/ხელშეუხებელნი - ეს გახლავთ ფრანგული ფილმი, რომელიც სხვა შინაარსის ფილმების ათეულებშიც არაერთხელ შესულა. მრავალმხრივი ისტორია ორ ადამიანზე, რომლებსაც არაფერი აქვთ ერთმანეთთან საერთო, თუმცა ერთად დიდი დროის გატარება მოუწევთ და წინ დიდი ცხოვრებისეული თავგადასავალი ელით.

The Holiday/შვებულება - ეს გახლავთ ფილმი, რომელიც მელოდრამების ყველა მოყვარულს ნანახი აქვს და თუ თქვენ გამონაკლისი ხართ ეს ნამდვილი დანაშაულია. მისი ნახვა განსაკუთრებით სასიამოვნოა წინასაახალწლო პერიოდში, თუმცა წელიწადის სხვა მონაკვეთშიც მოახერხებს თქვენთვის სიამოვნების მონიჭებას.

Love Actually/ნამდვილი სიყვარული - კიდევ ერთი ფილმი, რომლის ნახვაც წინასაახალწლო პერიოდში უფრო სასიამოვნოა, მაგრამ მისი გმირები იმდენად საინტერესონი არიან, რომ ზაფხულშიც კი შეგიქმნიან კარგ განწყობას.

What Happens in Vegas/ერთხელ ვეგასში - ეშტონ კატჩერისა და კამერონ დიასის გმირები ვეგასში გაიცნობენ ერთმანეთს, დათვრებიან, დაქორწინდებიან და დიდ ფულს მოიგებენ, თუმცა ეს ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან მთავარი ამბები ლას-ვეგასიდან დაბრუნების შემდეგ იწყება.

New in Town/გაყინული მაიამიდან - მზესა და სითბოს მიჩვეული საქმიანი ქალბატონს, რომელიც მაღალ ქუსლებსა და ელეგანტურ კოსტუმებსაა მიჩვეული, ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროს უმზადებს მას შემდეგ რაც ქალი მივლინებით მიდის თოვლიან ქალაქში.

He’s Just Not That into You/დაპირება არ ნიშნავს ქორწინებას - ეს ფილმი სიყვარულისა და ურთიერთობების მინი ენციკლოპედიას გავს. რამდენიმე ისტორია, რომლებიც არ ჰგანან ერთმანეთს, მაგრამ ძალიან გვანან რეალობას.

Barfuss/ფეხშიშველი - ისტორია, რომელიც მთავარი გმირი გოგონას გამოჩენისთანავე იწყებს თქვენს გაოცებას და ამ განწყობას ბოლო კადრამდე ინარჩუნებს. თუ არსებობს აუცილებლად სანახავი ფილმების სია, მაშინ ეს გერმანული მელოდრამა მათ რიცხვშია.

Friends with Benefits/სექსი მეგობართან - 2 კარიერისტი მეგობარი გადაწყვეტს ჰქონდეთ ერთმანეთთან სექსი ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვა როგორც გეგმავდნენ.

ასევე იხილეთ: ყველაზე არაპროგნოზირებადი სიუჟეტის მქონე 10 ფილმი

10 ფილმი რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ

10 ფილმი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

15 კეთილი ფილმი, რომელიც ზამთრის ცივ საღამოებს გაგითბობთ

პირველი 5 ფილმი, რომლის ნახვასაც გირჩევთ

მეორე 5 ფილმი რომლის ნახვასაც გირჩევთ

მესამე 5 ფილმი რომლის ნახვასაც გირჩევთ

10 ფილმი მათთვის ვისაც მოსწონს შთამბეჭდავი ფინალი

6 ფილმი, რომლებიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს

15 ულამაზესი მხატვრული ფილმი მოგზაურობაზე, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს პერსონაჟების ცხოვრება

20 ზღაპრული ფილმი სიყვარულზე

კომენტარი