ამ ბავშვს ჰარვარდში დაახვევინეთ! ბოლო 7 კითხვაზე პასუხი მე თვითონ არ ვიცოდი

დაწყებითის მასწავლებელი ახლად ჩაბარებულ ერთ-ერთ მოწაფესთან სირთულეებს შეხვდა.
მან ჰკითხა:
-
რა გჭირს პატარავ?

ბავშვმა უპასუხა:
- პირველი კლასისთვის მეტისმეტად ჭკვიანი ვარ. ჩემი და მესამე კლასელია და მას ჭკუაში ვჯობნი.
ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მეც მე-3 კლასში უნდა ვსწავლობდე!

მასწავლებელმა პატარა ბავშვის მხრიდან ეს ზედმეტობად ჩათვალა. ამიტომაც, მან ის დირექტორთან მიიყვანა და სიტუაცია აუხსნა. დირექტორი დაფიქრდა, შემდგომ კი ბავშს უთხრა:
- პატარა ტესტს ჩაგიტარებ და თუ რომელიმე კითხვაზე ვერ მიპასუხებ, უკან, პირველივე კლასში დაბრუნდები და შეეწყობი სწავლის პროცესს. თანახმა ხარ?

ბავშვი დათანხმდა.

- რამდენია 3 ჯერ 3?
- 9

- რამდენია 6 ჯერ 6?
- 36

ამგვარად, დირექტორმა ბავშვს ისეთი კითხვები დაუსვა, რომელიც თავისი აზრით მესამე კლასელ ბავშვს უნდა სცოდნოდა. შემდგომ იგი მასწავლებელს მოუტრიალდა და უთხრა:
- ვფიქრობ, შეგვიძლია ეს ბავშვი მე-3 კლასში გადავიყვანოთ.

მასწავლებელი ნერვულდა გამოეპასუხა:
- მაშინ მეც მაქვს ჩემი კითხვები.
- კი ბატონო, მოგისმენთ.

- რა აქვს ძროხას ოთხი ისეთი, რაც მე ორი მაქვს?!

ბავშვმა პაუზის შემდეგ მშვიდად უპასუხა:
- ფეხები

- რა არის შენს შარვალში ისეთი, რაც ჩემში არ არის?
- ჯიბეები

- რას აკეთებს კაცი - ფეხზე მდგარი, ქალი - დამჯდარი, ძაღლი კი სამ თათზე მდგარი?

ამ ჯერზე დირექტორს თვალის გუგები გაუფართოვდა, მაგრამ სანამ რამის თქმას მოასწრებდა, მოსწავლემ უპასუხა:
- ხელს ართმევს სხვას

- რომელი ისეთი ინგლისური სიტყვა, რომელიც იწყება "F"-ით და მთავრდება "K-თი, თან მღელვარებასა და სიცხეს უკავშირდება.
- Firetruck (სახანძროს მანქანა)

- რომელი ისეთი ინგლისური სიტყვა, რომელიც იწყება "F"-ით და მთავრდება "K-თი? და თუ კი ეს არ გაქვს, ხელებით მოგიწევს მუშაობა.
- Fork (ჩანგალი)

- ზოგ კაცს გრძელი აქვს, ზოგსაც მოკლე. ხოლო როდესაც მამაკაცს ცოლი მოჰყავს, ამ რაღაცას თავის ცოლს აძლევს? რა არის?
- გვარი

- რომელ ორგანოს არ აქვს ძვალი, თუმცა ამის ნაცვლად კუნთებითა და ვენებითაა სავსე?
- გული

დირექტორმა შვებით ამოისუნთქა და მასწავლებელს უთხრა:

- ამ ბავშვს ჰარვარდში დაახვევინეთ! ბოლო 7 კითხვაზე პასუხი მე თვითონ არ ვიცოდი.

კომენტარი