ლუდით სათქმელი საღეგრძელოების ახალი სერია

იმ კაცს გაუმარჯოს რომელიც სკაიპშიც ზარს გიშვებსო!

იმ ქართველს გაუმარჯოს სააკაძის მოედანზე თათარი რომ გალახავსო..

იმ კაც გაუმარჯოს, დედას ბეჭედს რომ მოპარავს და გაიფიქრებს - ნათესავია, არ მიჩივლებსო.

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ცოლს ზღვაზე გაუშვებს და ფულს არ მისცემს შენ იქაც იშოვიო

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, წვერი მოშვებული რომ აქვს და ფეხები გაპარსულიო

ეს იმ დედას გაუმარჯოს დილას ბავშვს ბაღში რო მიიყვანს და მთელი დღე ძაღლს რომ ასეირნებსო

ეს იმათ გაუმარჯოსო, ვინც შარშან უნდა მომკვდარიყო და დღესაც ცოცხალიაო

ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელსაც ერთი კბილი აქვს და იმ კბილითაც სიდედრს პივას გაუხსნისო

ეს იმ ქართველს გაუმარჯოს მარიამობას ბავშვი რო შეეძინება და გრეტას რო დაარქმევსო

იმ კაცს გაუმარჯოს, მიცვალებულზე შარვალ-კოსტუმი რო შეშურდებაო.

კომენტარი