როგორ შევარჩიოთ მეორე ნახევარი მთვარის დახმარებით?

მთვარის გავლენით ადამიანმა შეიძლება, თავისი მეორე ნახევარი იპოვოს და სასიყვარულო ურთიერთობა უფრო საინტერესო გახადოს. მთავარია, იცოდეს რომელ დღეს დაიწყოს აქტიური ქმედება.

მთვარის თვე ოთხი ფაზისგან - ახალი მთვარე, პირველი მეოთხედი, სავსემთვარეობა და მეოთხე მეოთხედი - შედგება. ადამიანმა სასურველია თავისი საქმეები ამ პერიოდებში დაგეგმოს.

მაგ., ახალმთვარეობაზე ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. პირველ მეოთხედში ახალი საქმეები წამოიწყეთ.

სავსემთვარეობა სასიყვარულო ურთიერთობებსა და რომანტიკულ შეხვედრებს დაუთმეთ. მეოთხე მეოთხედში მეტად დაისვენეთ. ახალი იდეებისა და გეგმების განხორციელებას ნუ დაიწყებთ.

იმისათვის, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებასა და ჰარმონიას მიაღწიოთ, მთვარის დღეების მოკლე დახასიათებას გაეცანით:

მთვარის პირველი დღე ძლიერი და ნათელი მომენტია. ჩაუთქვით ის, რაზეც ოცნებობთ და სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ.

მეორე დღეს ინტუიცია მძაფრდება. დააკვირდით გარშემო მყოფებს. იქნებ მათ შორის თქვენი რჩეულიცაა.

მთვარის თვის ერთ-ერთი საუკეთესოა მე-11 დღე. მოზღვავებული ენერგია ნებისმიერ საქმიანობაში გამარჯვებას მოგიტანთ.

ქორწინებისთვის ხელსაყრელია მთვარის მე-17 დღე.

საყვარელ ადამიანს შეხვდით და მომავალზე გაესაუბრეთ მთვარის 21-ე დღეს.

დაბოლოს, სიყვარულის საძებნელად და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასარჩევად ცუდი დღეებია მთვარის მე-9, მე-13, მე-15, მე-19, 23-ე და 26 დღეები.

ეცადეთ, ამ დღეებში კარდინალური ცვლილებებისგან თავი შეკავოთ.

კომენტარი