სექსი და საკვები

მეცნიერებმა ცხადყვეს, რომ ჯანმრთელობა სექსთან ძალიან ახლო კავშირშია. ერთი მეორის გარეშე არარსებობს.

სხვადასხვა საკვები სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ნორმალური მოქმედებისთვის მამაკაცისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ცხოველური ცილები.

სასიყვარულო საქმეებში ძალიან სასარგებლოა ჩვეულებრივი სტაფილო. არაბული მედიცინა, მაგალითად, მისი რძეში მოშუშვის პრაქტიკასაც კი იცნობს.

ნუ გადაამლაშებთ ალკოჰოლურ სასმელთან დაკავშირებით. ის აღქმას აჩლუნგებს. ზედმეტი რაოდენობით სპირტიან სასმელს მამაკაცის იმპოტენციამდე მიყვანა შეუძლია. მარტინი, შამპანური, მუქიყურძნისჯიშებისგან დამზადებული ღვინოები - ყველა ეს სიყვარულის სასმელია, მაგრამ ზომიერების შემთხვევაში.

რაც შეეხება მწვანილს: ცერეცო, კამა, ოხრახუში, მწვანეხახვი, ქინძი, და განსაკუთრებით ნიახური ძალიან კარგად მოქმედებენ მამაკაცის პოტენციაზე. ამიტომ, ჭკვიანი ქალი ყოველთვის დაამშვენებს კერძს წვრილად დაჭრილი მწვანილით.

რაცშეეხება ქალს, ქალმა რა უნდა შეჭამოს, ფორმაში რომ იყოს? სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სასიყვარულო სარეცელზე გმირობების ხათრით აუცილებელია კალორიების მოკლება. ექიმებს სპეციალური სექს-დიეტებიც შეუმუშავებიათ.

სასურველი, რომ დარჩეს და ნეტარება უფრო მძაფრად იგრძნოს ქალებს ურჩევენ უარი თქვას ცხიმიან საკვებზე, ტკბილდესერტზე, დამჟავებულ და დაკონსერვებულ პროდუქტზე, შემწვარ ხორცზე. უპირატესობა თევზს უნდა მიანიჭოთ. ცომიანი ტკბილეულის ნაცვლად ხილი და ახალგაწურული რბილობიანი წვენია რეკომენდებული.

კომენტარი