სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შერონ სტოუნი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, შერონ სტოუნი მილანის მოდის კვირეულზე გულის წასვლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

54 წლის სტოუნმა თავი ცუდად იგრძნო მაშინ, როცა Fendi-ს ახალი კოლექციის ჩვენება მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ჩვენებაზე წასვლამდე, ვარსკვლავი თავის ძლიერ ტკივილს უჩიოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტოუნს თავის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სწორედ ამიტომ გახდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა აუცილებელი. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავი რამდენიმე საათის შემდეგ გამოწერეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100