ამერიკის შეერთებულ შტატებში ალა პუგაჩოვას ორეული დააპატიმრეს

აშშ-ს სამართალდამცავებმა ჰოლივუდის მსახიობი, სალი სტრაზერსი დააპატიმრეს, რომელიც ძალიან გავს რუსეთის შოუბიზნესის მთავარ ვარსკვლავს, ალა პუგაჩოვას.

65 წლის მსახიობი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი. მაგრამ, იმის გამო, რომ სტრაზერსი მონაწილეობს ახალ მიუზიკლში და მისმა დაკავებამ გადაღებების შეფერხება გამოიწვია, მას გარკვეული ფულადი ჯარიმა გადაახდევინეს და სასჯელაღსრულებითი ორგანოდან გამოუშვეს. მიუხედავად ამისა, მსახიობს 15 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესზე გამოცხადება მაინც მოუწევს.

კომენტარი