მსახიობები, რომლებიც როლებისთვის მსხვერპლზე წავიდნენ (ფოტო)

მთავარი როლების მისაღებად მსახიობები ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებენ. ამ ყოველივეს რამდენიმე ცნობილი ადამიანის მიერ გადადგმული რისკით აღსავსე ნაბიჯი ადასტურებს.

კორტნი ლავი - რა თქმა უნდ ლავი არასდროს ითვლებოდა ულამაზეს ქალბატონად, მაგრამ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მას საზოგადოება თანდათან ივიწყებდა. მის გარეგნობაში განსაკუთრებულ ყურადრებას ჩაშავებული ქუთუთოები, არამკვეთრი სახის ნაკვთები და კონტურები იქცევდნენ. რეჟისორმა მილოშ ფორმანმა კი ფილმში „საზოგადოება ლარი ფლინტას წინააღმდეგ“ კორტნი ლავს მთავარი როლი შესთავაზა, მაგრამ ერთი პირობით: კორტნის გარეგნობა უნდა შეეცვალა, ფაქტობრივად თავიდან უნდა დაბადებულიყო. მეორე დღესვე, მსახიობმა ქირურგს მიაკითხა და გაიკეთა: ლიპოსაქცია მუცელსა და თეძოებზე, მამოპლასტიკა, რინოპლასტიკა, ტუჩების კორექციასთან ერთად.

კრისტიან ბეილი - შეუდარებელი აღნაგობის მფლობელ კრისტიან ბეილს, რამდენიმე წლის წინ 30 კილოგრამზე მოუწია უარის თქმა. ამ მსხვერპლის მეშვეობით მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მექანიკოსი“. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ ფილმის გადაღების შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზულმა პრობლემებმა იჩინეს თავი, მას საკუთარი თავის ჩვეულ ფორმაში მოსაყვანად დიდი დრო დასჭირდა. ბეილმა ამ ფილმში მონაწილეობის მიღებაზე დასტურით ფაქტობრივად შესაძლო გარდაცვალებაზე მოაწერა ხელი.

რენე ზელვეგერი - სანამ მსახიობების ნაწილი ფილმებში მონაწილეობის მისაღებად ზედმეტ კალორიებს წვავდნენ, რენე ზელვეგერი ზედმეტი 13 კილოგრამის მომატებას ცდილობდა. სწორედ ამ 13-მა კილოგრამმა შეაძლებინა ზელვეგერს ფილმში „ბტიჯიტ ჯონსის დღიურები“ მონაწილეობის მიღება.

ჯარედ ლეტო - ზედმეტ კილოგრამებზე ვერც ჯარეტ ლეტომ თქვა უარი. მსახიობმა ფილმში „თავი 27-ე“ მთავარი როლი შეასრულა, შედეგად კი 17 კილოგრამი მოიმატა.

კომენტარი