დემი მურმა ეშტონ კატჩერის შემცვლელი იპოვა

ტაბლოიდები წერდნენ, რომ დემი მური მეუღლესთან დაშორებას ვერ ეგუება, ამას დაემატა ისიც, რომ ახლა ეშტონ კატჩერი მსახიობ მილა კუნისს ხვდება.

თუმცა, ბოლოს განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 49 წლის მსახიობი არც თუ ისე ცუდადაა. გასულ კვირას დემი კონექტიკუტში სიმპატიურ მამაკაცთან ერთად შენიშნეს. ჟურნალისტების განცხადებით, ეს მსახიობი მარტინ ჰენდერსონი იყო.

თუ ჟურნალ Life & Style–ს დავუჯერებთ, მარტინი და დემი ერთად ისვენებენ, სახლიც ერთად იქირავეს. წყვილი რომანტიულ ვახშამზე შენიშნეს. დასავლური პრესის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეშტონთან დაშორების შემდეგ, დემი ასეთი ბედნიერი პირველად ნახეს.

შეგახსენებთ, ჰენდერსონი ვარსკვლავზე 12 წლით პატარაა.


კომენტარი