ახალი კანონპროექტის მიხედვით ე.წ. ქუჩური გარჩევები დასჯადი ხდება

დეპუტატები ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებენ. შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ მომზადებული ახალი ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ქუჩური გარჩევები დასჯადი ხდება.

დანაშაულის სიმძიმის მიხედვით გათვალისწინებულია როგოც ფულადი ჯარიმა, ისე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ერთ წლამდე შინაპატიმრობა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელი მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნით და იმ შემთხვევაშიც, თუ სრულწლოვანი არასრულწლოვანს დაიყოლიებს ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობაზე.

კომენტარი

×