ვის წერს SMS-ებს დემი მური?

დემი მური სამუშაოს დაუბრუნდა და ბრენდ Helena Rubinstein-ისთვის გამართულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის სახე ის უკვე რამდენიმე წელია. დემი მურის ფოტოსურათები ბლოგერმა sunnyrain-იმ გამოაქვეყნა.

ფოტოსესიას ფოტოშოპის გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ აშკარაა, რომ მსახიობს მკურნალობა მოუხდა. ბევრი ირწმუნება, რომ დემი ეშტონის გამო ცდილობს კარგად გამოიყურებოდეს. წყარო აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ ვერ შეეგუა ეშტონთან გაყრას და ქმრის დაბრუნებაზე ოცნებობს.

"დემი ეშტონზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებს. მისი ხასიათი იმაზეა დამოკიდებული, უპასუხებს თუ არა დემი ეშტონი SMS-ზე, ან რამდენად სწრაფად გადმოურეკავს", - აცხადებს წყარო.

კომენტარი

×