სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიანა უკვე ქუჩაშიც მკერდშიშველი დადის

უკვე კარგა ხანია, რიანას ეპატაჟური გამოხტომები არც მის ტაყვანისმცემლებს უკვირთ და არც გარშემომყოფებსა და პაპარაცებს. სწორედ ამ გამოხტომების შედეგია ის, რომ რიანას პოპულარობა დღითიდღე იზრდება. მაგრამ დამეთანხმებით, ქუჩაში შიშველი მკერდით სიარული, მართლაც, ნამეტანია. თუმცა, როგორც ჩანს, რიანა ასე არ ფიქრობს.

ერთი ხალხური ზღაპრისა არ იყოს, დედინაცვლისგან დაჩაგრულმა გერმა გოგონამ, მის მოთხოვნაზე - არც შიშველი მოხვიდე და არც ჩაცმულიო - შიშველ სხეულზე რომ ბადე შემოიხვია და მიადგა, ნიუ-იორკის ქუჩებში გამოსული რიანა არც ჩაცმული იყო და არც მთლად შიშველი. მაგრამ ამ „არც მთლად სიშიშვლეს“ ხელი არ შეუშლია ნებისმიერი გამვლელისთვის, რიანას მკერდისთვის ეჭვრიტა.

განსაკუთრებით უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმ იტალიურ რესტორანში მანდილოსნებთან ერთად მყოფი მამაკაცები, რომლებიც სწორედ იმ დროს სადილობდნენ, როცა რიანამ რესტორანში შესვლა გადაწყვიტა.

როგორ გინდა, რიანას მოშიშვლებულ მკერდს არ უყურო - თანაც მაშინ, როცა ვარსკვლავი თითქმის შენს გვერდით ზის? ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ბევრს რესტორანში ლუკმა ყელში გაეჩხირა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100