“დაზაფრული ვართ ყველა. შვილი სად არის, იქ არ აღმოჩნდეს. ეს ექსტრემიზმია” – ნინო კასრაძე

„თბილისი პრაიდმა“ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, დღეს მარში აღარ ჩატარდება. ჰომოფობიურად განწყობილ ჯგუფებს და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა, რუსთაველის გამზირზე არეულობა – “თბილისი” პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

სასულიერო პირები ჟურნალისტებს მოუწოდებენ, “წყნარად” იყვნენ და ელგებეტე თემს პროპაგანდა არ გაუწიონ”.

“მოვლენებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ჟურნალისტებმა” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

“რუსთავი 2”-ის შუადღის ეთერში, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მსახიობმა ნინო კასრაძემ აღშფოთება გამოთქვა.

ნინო კასრაძე: – თვალყურს ვადევნებ მოვლენებს. გავიგე ფრაზები, სისხლი შეიძლება დაიღვაროსო. როგორ შეიძლება რაღაც ჯგუფი ამას აანონსებდეს?! ვის აქვს უფლება, რომ სახელმწიფოში ასეთი მოწოდება გააკეთოს. გამოდის, აშანტაჟებ სახელმწიფოს. აშინებ ხალხს, გვაშინებ! დაზაფრული ვართ ყველა. შვილი სად არის, იქ არ აღმოჩნდეს.

ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავის ნება, მათაც ვინც აპროტესტებს მარშს. მაგრამ მოუწოდო, რომ არ ჩაატარებინებ, როგორ არ უნდა ჩაატარებინო? ძალის გამოყენებით? შეშინებული ვარ. ეს ექსტრემიზმია.

მე არ მესმის, უჭირდეს იგივე ჰომოსექსუალს, ტრანსგენდერს და ჩაუარო ისე, რომ არ დაეხმარო იმიტომ, რომ ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია.


კომენტარი