მამაკაცი 80 მილიონიანი პორტფოლიოთი - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ნეკა დოროყაშვილის გვერდით ხშირად ჩნდება

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად არის.

პრაიმტაიმმა” გაარკვია, რომ მამაკაცი, რომელიც ნეკა დოროყაშვილის გვერდით ხშირად ჩნდება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, გიორგი კობიაშვილია.

სოციალურ ქსელ Instagram-ში გიორგი კობიაშვილი საქმიანი ლაივებით და პოსტებით გამომწერებს ხშირად მიმართავს. ყურადღებას იქცევს მისი ერთ-ერთი პოსტი, სადაც ის კომპანიის პორტფოლიოზე ამახვილებს ყურადღებას.

“მეწარმე – სავაჭრო აქციები 19 წლიდან. Vanguard Investment-ის მთავარი საინფორმაციო ოფიცერი, 80 მილიონიანი $ პორტფოლიოთი” – წერს გიორგი კობიაშვილი.

ირკვევა, რომ ნეკა დოროყაშვილის მეგობარი შპს “ვენგარდ ინვესთმენთ გრუპ”-ის დამფუძნებელი და დირექტორია, თუმცა მსგავსი სახელწოდების გარდა, მას სხვა კავშირი არ აქვს მსოფლიოში აღიარებულ კომპანიასთან, რომელიც 1975 წელს, აშშ-ში, პენსილვანიაში ჯონ სი ბოგლის მიერ არის დაფუძნებული და საზოგადოება The Vanguard Group-ის სახელით იცნობს.

ინტერნეტრესურსებში გავარკვიეთ, რომ ცნობილ საერთაშორისო კომპანიას 15 შვილობილი კომპანია აქვს, თუმცა საქართველოში არცერთი ფუნქციონირებს.

კომენტარი