ტომ კრუზმა მისთვის მინიჭებულ „ოქროს გლობუსებზე“ უარი თქვა

ამერიკელმა მსახიობმა ტომ კრუზმა „ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას“ „ოქროს გლობუსის“ სამი ჯილდო დაუბრუნა, რომელიც მას სხვადასხვა წელს მიენიჭა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

მისი წყაროების ინფორმაციით, ამგვარად კრუზმა პროტესტი გამოხატა კინოპრეიის ჟიურის შემადგენლობაში ამერიკული საზოგადოების წარმომადგენელთა არასაკმარისი მრავალფეროვნების წინააღმდეგ.

მანამდე ტელეკომპანია NBC-მ, რომელიც ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიას აშუქებს, ამავე მიზეზით 2022 წელს ღონისძიების ტრანსლირებაზე უარი თქვა.

კინოპრემიის გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გაზეთ Los Angeles Times-ში დაიწერა, რომ 87 ჟურნალისტიდან არცერთი არ არის შავკანიანი. ამის შემდეგ „ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციასთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვეს Netflix-მა და Amazon-მა.

კომენტარი