სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ია ფარულავა საახალწლოდ „დღის შოუს“ დაუბრუნდება

ტელეკომპანია „იმედის“ კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ახალი წლიდან, შესაძლოა, ია ფარულავა „დღის შოუს“ დაუბრუნდეს. „დრონი.ჯი“-ს იმედის პროგრამების მართვის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა პირმა დაუდასტურა, რომ მსახიობთან მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ია ფარულავა პირველად გამოჩნდა „იმედის“ ოფისში მას შემდეგ, რაც გადაცემა დატოვა.

როგორც ცნობილია, ია ფარულავა „დღის შოუდან“ ანაზღაურებით უკმაყოფილო წამოვიდა. ჩვენი წყაროს ცნობით, ია ფარულავას სურს, საავტორო გადაცემა წაიყვანოს და კვირაში რამდენჯერმე იჯდეს ეთერში, ნაცვლად ყოველდღე სტუდიაში ყოფნისა. „იმედში“ ამბობენ, რომ ფაქტობრივად, ანაზღაურებისაც და გადაცემის ფორმატის საკითხი გადაწყვეტილია და ახლა მხოლოდ გადაცემის პერიოდულობა დარჩა გასარკვევი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100